FM97.5 / LIVE

მშენებლობა ვარძიაში არღვევს ისტორიულ ლანდშაფტს – ძეგლთა დაცვა გარემოს დაცვას მიმართავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.04.2019
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის დამცავ ზონაში წარმოებული უნებართვო სამუშაოები უხეშად არღვევდა კულტურული ღირებულების მქონე ისტორიული ლანდშაფტის ქსოვილს და სტრუქტურას“, – ვკითხულობთ გარემოს დაცის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მშენებლობა ვარძიაში არღვევს ისტორიულ ლანდშაფტს – ძეგლთა დაცვა გარემოს დაცვას მიმართავს


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ვარძიაში სასტუმროს უკანონო მშენებლობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერს რომ „ვარძიის კომპლექსის დამცავ ზონაში კანონდარღვევით მიმდინარე სამშენებლო პროცესი მათი და სამოქალაქო გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტიური ქმედებების შედეგად შეწყდა“.

განცხადების მხიდვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის დამცავ ზონაში წარმოებული უნებართვო სამუშაოები უხეშად არღვევდა კულტურული ღირებულების მქონე ისტორიული ლანდშაფტის ქსოვილს და სტრუქტურას: „სამშენებლო პროცესის შედეგად ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში წარმოიქმნა თვალსაჩინო დისონანსი. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სააგენტოს საბჭოს წევრების მიერ განსაზღვრული პირობის უგულვებელყოფის შემდეგ, უნებართვო პროცესის შეჩერების მოთხოვნით სააგენტომ წერილობით მიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს. მიწის ფართომაშტაბიანი სამუშაოების შედეგად სახეცვლილ ლანდშაფტზე წერილობითი ცნობა რეაგირებისთვის უწყებიდან გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც გაეგზავნა.

სამუშაოების შეჩერების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიიდან წერილობითი ცნობა სააგენტომ 10 აპრილს მიიღო.

„მძიმე ტექნიკის გამოყენებით წარმართულ მიწის მოჭრის სამუშაოებს, რომელიც არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე სასტუმრო ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულ საფეხმავლო ბილიკებისა და გზების მოწყობას მოიცავდა, შპს „ნიალას“ დაკვეთით ხორციელდებოდა.

ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში კომპანიის მიერ წარმოდგენილი სასტუმროს მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის საბჭომ გასულ წელს განიხილა, რის შედეგადაც ინვესტორს არქეოლოგიური ზედამხედველობის უზრუნველყოფის ქვეშ მხოლოდ ტერიტორიის გამწვანება განესაზღვრა დასაშვებად“, – ნათქვამია განცხადებაში.

შპს „ნიალა“ რომლის მეწილე მოსკოველი ბინესმენი სოსო ორჯონიკიძე და ასპინძის მკვიდრი ემზარ ასპანიძეა, ვარძიის მოპირდაპირე მხარეს მესხური სოფლის მსგავს, მიწისქვეშა სასტუმროს, ოფიციალური ნებართვის გარეშე აჩენებდა. სააგენტოს მოთხოვნით სამუშაოები გასულ კვირას შეჩერდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძიის პირდაპირ  კომპანია 'ნიალა'  მესხური სოფლის მსგავს სასტუმროს უკანონოდ აშენებდა
ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს
‘ნიალა’ ვარძიაში სასტუმროს მშენებლობას აღარ აპირებს
ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს
სააგენტო ვარძიასთან უკანონო მშენებლობაზე: კომპანიამ ტერიტორიას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სამუშაოები სააგენტოს უარის მიუხედავად მიმდინარეობდა-ანთიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე