FM97.5 / LIVE

ტიმოთესუბნის ტაძარში სათავსო უნებართვოდ ჩააშენეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.08.2019
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომის სოფელ ტიმოთესუბნის ტაძარში უნებართვო ქმედება დაფიქსირდა. XII-XIII საუკუნეების ტაძარში თანამედროვე ტიპის სათავსო თვითნებურად ჩააშენეს.

ტიმოთესუბნის ტაძარში სათავსო უნებართვოდ ჩააშენეს

სააგენტოში ამბობენ, რომ მათ ინფორმაცია კერძო პირებმა შეატყობინეს. თანამედროვე ტიპის სათავსო ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძრშია ჩაშენებული.

„საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული. მოწოდებული ფოტომასალაზე სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარესთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ტიმოთესუბანში გამგზავრებას 20 აგვისტოს გეგმავს. ისინი უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოების შედეგებს სამართლებრივად შეაფასებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის ვიზიტის მსვლელობაში სხვა სასულიერო პირებთან ერთად ჩაერთვება ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავარი, რომლის განმარტებით, აღნიშნული ქმედების შესახებ არც ეპარქიას და არც საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია.

„სამუშაო ჯგუფის სპეციალისტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების ზეგავლების ხარისხს შეისწავლიან და ადგილობრივ სასულიერო პირებს მის დემონტაჟს მოსთხოვენ. ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბორჯომის სოფელ ტიმთესუბანში სამონასტრო კომპლექსი XI-XVII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს წარმოადგენს, რომლის მთავარი ნეგაბობაა XII-XIII საუკუნეების ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.

ტიმოთესუბნის ტაძარში სათავსო უნებართვოდ ჩააშენეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტიმოთესუბნის ტაძარში ჩადგმულ ხის კარადას დაშლიან
ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს
ხანძრის კერებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სპეციალისტები აკვირდებიან
ეროვნული სააგენტოს და საპატრიარქოს შეთახმება აწყვიტის დაზიანებულ სამარხებზე
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
გურკელში ნაპოვნი ჭურჭელი გვიანი შუა საუკუნეების ქვევრია
ნახანძრალ ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოების მესამე  ეტაპი დაიწყო