FM97.5 / LIVE

ტურცხის მოსახლეობა – 'ვხსნით ხარაჩოებს, კანონს არ გადავუდგებით'

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.05.2019
ახალქალაქში, სოფელ ტურცხის სომხურ კათოლიკურ ეკლესიაზე ხარაჩოების მოხსნა მიმდინარეობს. მოსახლეობამ თვითნებურად დაწყებული ეკლესიის სახურავის რეაბილიტაცია შეაჩერა.

ტურცხის მოსახლეობა – 'ვხსნით ხარაჩოებს, კანონს არ გადავუდგებით'

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხში, მოსახლეობის მიერ თვითნებურად დაწყებული ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციისათვის მოწყობილ რკინის ხარაჩოებს ხსნიან.

„ტაძრის სახურავს შეკეთება სჭირდება. მტვერი ჩამოდის, წვიმაც, თოვლიც, თუმცა ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ. გვითხრეს შეაჩერეთ არ არის ნებადართულიო და ჩვენც შევაჩერეთ მუშაობა. დაველოდებით ნებართვას. რა პასუხიც მოგვივა შესაბამისად მოვიქცევით“, – გვითხრა ადგილობრივმა პეტრე აკოფიანმა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ფული თავად შეაგროვეს, ასევე, სოფლიდან რუსეთში წასული ადგილობრივებიც დაეხმარნენ და შეძლეს გარკვეული თანხის შეგროვება, რაც ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.

„ფული არის, მაგრამ დოკუმენტაცია სამუშაოებზე არ გვქონდა. ვხსნით ხარაჩოებს. კანონს არ გადავუდგებით“, – ასეთია მოსახლეობის განწყობა.

ტურცხის ტაძრის წინამძღვარი ანდრეი იანიცკი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას შეცდომას უწოდებს: „ეს იყო ჩვენი შეცდომა, თვითნებურად დავიწყეთ სახურავის გაკეთება. გაგვაფრთხილეს და ჩვენც შევწყვიტეთ სამუშაოები“.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს განცხადებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტურცხში XIX საუკუნის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, სომხური კათოლიკური ეკლესიის სახურავის რეაბილიტაცია ადგილობრივებმა ისე დაიწყეს, რომ სააგენტოსთვის თანხმობა არ უთხოვიათ. უნებართვო სამუშაოები მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების გაფრთხილების შემდეგ, 16 მაისს შეჩერდა. 28 მაისს ტაძარზე რკინის ხარაჩოების მოხსნა დაიწყეს.

სომხური კათოლიკური ეკლესია სოფლის შუაგულში მდებარეობს. სიმწვანე და ყვავილები აქ თვალში აუცილებლად მოგხვდება. ეზო მოვლილია, ყველაფერს მზრუნველი ხელი ემჩნევა. ტაძარი მოქმედია და როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს დაახლოებით სამასკომლიანი სოფელი ეკლესიის მრევლია.

ტურცხის მოსახლეობა – 'ვხსნით ხარაჩოებს, კანონს არ გადავუდგებით'

[გულო კოხოძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ძეგლთა დაცვა: ახალქალაქში ადგილობრივებმა ორი ეკლესიის რეაბილიტაცია უნებართვოდ დაიწყეს
‘იქ მიდის აბსოლუტური განუკითხაობა’ – ძეგლთა დაცვა კორხის ეკლესიის რეაბილიტაციაზე
სასამართლო კორხის ეკლესიის საქმეზე ისევ გადაიდო
‘ვის რაში კითხავს ჩვენ რას ვაკეთებთ’–  კორხში XIX საუკუნის ეკლესიის კედლებს ძალაყინით ანგრევენ [ფოტო/ვიდეო]
კორხის ეკლესიის საქმეზე  სასამართლო პროცესი გადაიდო
სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა
დამნაშავე არ იკვეთება, თუმცა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – კორხის ეკლესიის ამბავი