FM97.5 / LIVE

რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2019
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალციხის ციხეზე 12:00 საათზე დაიწყო. რაბათში საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [ფოტო]

დღეს, 26 მაისის ღონისძიებები ახალციხის ციხის სცენაზე ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სამცხემ“ გახსნა. მათ ცეკვა „დავლური“ წარმოადგინეს. რის შემდეგაც, სცენა ფოკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ დაიკავა.

გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.

რაბათის ისტორიულ კომპლექსში დაგეგმილ ღონისძიებებს ესწრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე: “ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მთელს საქართველოში განსაკუთრებულად აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე. ღონისძიებები დაგეგმილია სლოგანით „გააზიარე ცოდნა“. შესაბამისად, ჩვენც დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამ თემატიკას მოვარგეთ“.

ღონისძიების დაწყებამდე, სამხარეო ადმინიტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს რაბათის ისტორიული კომპლექსი დაათვალიერებინეს და დღის განმავლობაში გასამართი ღონისძიებების შესახებ ესაუბრნენ.

„სამცხე-ჯავახეთში წელს განსაკუთრებულად და განსხვავებულად აღვნიშნავთ და ყველა მუნიციპალიტეტი უერთდება ამ დღეს. განსაკუთრებული ღონისძიებები იქნება ახალციხესა და ახალქალაქში. ახალციხეში სოფლის მეურნეობის სამინიტროს წარმომადგენლები გვსტუმრობენ, ახალქალაქში კი შერიგებისა და თანასწორობის სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან“, - განმარტა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.

რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [ფოტო]

რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [ფოტო]

რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [ფოტო]

რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [ფოტო]

რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [ფოტო]

რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [ფოტო]

რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [ფოტო]

ნახეთ 26 მაისის ღონისძიებების განრიგი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა
ახალციხის ციხეზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [Video]
ახალქალაქში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება
დამოუკიდებლობოს დღესთან დაკავშირებით ახალციხის ციხეზე ანსამბლმა ‘მესხეთმა’იმღერა [ვიდეო]
დამოუკიდებლობის დღე სამცხე–ჯავახეთში [Photo]
‘ახალციხელობისადმი’ მიძღვნილი ღონისძიებები სრულდება