FM97.5 / LIVE

‘გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი’ - პროექტის გამარჯვებულები ახალციხიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.05.2019
ახალციხელი მოსწავლეების ბიზნეს პროექტმა „წარსული აწმყოში“, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, პირველი ადგილი აიღო. მოზარდებს, კაბადოკიაში ერთკვირიანი საგზური გადაეცათ.

‘გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი’ - პროექტის გამარჯვებულები ახალციხიდან

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, პროექტში ძველი მესხური სოფლის ანალოგი წარმოედგინათ, რომელიც ადიგენის ტერიტორიაზე არსებულ, ტბა თრიალას მიმდებარედ გაშენდებოდა.

„მესხური სოფლის მთავარი დანიშნულება ის იყო, რომ წარსულის ელემენტები შერწყმოდა აწმყოს. ტურისტები ადგილზე შეძლებდნენ მესხური კერძების მომზადების პროცესის ყურებას, მონაწილეობას და შემდეგ დაგემოვნებას. გარდა ამისა, გარემო ადაპტირებული იქნებოდა შშმ პირებისთვის“, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ანამარია კოტაძე, რომელიც ჯგუფის სპიკერია.

ბიზნეს იდეა მოსწავლეებმა პროექტის „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში მოამზადეს. დასკვნით ღონისძიებაზე მათ საჭირო ფოტო-ვიდეო მასალა, იდეის ელექტრონული ვერსია და ხელით შესრულებული პლაკატი წარადგინეს.

„მე ადიგენიდან ვარ და თრიალას ტბაზე ხშირად დავდივარ. ჯგუფში ვიფიქრეთ, რომ ეს ადგილი კარგი იქნებოდა ჩვენი პროექტისთვის. შეესაბამებოდა ყველა პირობას, რომელიც გვინდოდა რომ ჰქონოდა ჩვენს მესხურ სოფელს. არის წყალიც, მთაც და ტყეც“, - ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლე საბა პარუნაშვილი.

„წარსული აწმყოში“ პროექტზე მომუშავე მოსწავლეები ახალციხის სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ. ისინი მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები არიან. ანამარია კოტაძე, სალომე ნადიბაიძე, ქეთევან ათოშვილი, ლიკა ზაზაძე, საბა პარუნაშვილი და გიორგი ინასარიძე ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ერთ უბანში ცხოვრობენ, სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს ერთ გუნდად მუშაობა.

კაბადოკიის ტურის სრული ღირებულება ერთი მონაწილისთვის 600 ლარია, თანხის ნაწილს 300 ლარს პროექტის ორგანიზატორი იხდის, დანარჩენი თავად მონაწილემ უნდა გადაიხადოს.

„ახალციხის მერიას ვთხოვეთ, რომ ტურის ღირებულების ნაწილი დაგვიფინანსოს. ჯერ პასუხი არ მიგვიღია“, – ამბობენ მოსწავლეები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ „ამ ეტაპზე საკითხის შესწავლა მიმდინარეობს“.

პროექტს „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი“, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით, „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ (ICSU) ახორციელებს.

ახალციხიდან პროექტში მონაწილეობა 300-მა მოსწავლემ მიიღო. ბიზნეს იდეა ჯამში 11–მა გუნდმა წარადგინა. საბოლოოდ ორი პირველი, ორი მეორე და ორი მესამე ადგილის მფლობელი გამოვლინდნენ. სამი გამარჯვებული ჟიურიმ დაასახელა, სამი კი მაყურებელმა.

საპრიზო ადგილის მფლობელ გუნდებს, 15 ივნისს, კაბადოკიაში გასამგზავრებლად ერთ კვირიანი საგზურები გადაეცათ. განათლების აკადემიაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში კი 2000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘განავითარე შენი რეგიონი’–ახალციხეში ბიზნესფორუმი გაიმართა
ახალციხის ციხეზე 'ფორტი ბოიარდი' მოეწყო
13 წარმატებული ახალგაზრდა ბორჯომიდან ®
სტუდენტური პარლამენტის წევრები ახალციხის მერს შეხვდნენ
ახალციხელი უფროსკლასელები მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ
საარჩევნო თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა
სამცხე-ჯავახეთის ორი მოსწავლე ერევანში მიემგზავრება