FM97.5 / LIVE

‘განავითარე შენი რეგიონი’–ახალციხეში ბიზნესფორუმი გაიმართა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 27.05.2018
რა პრობლემებია მუნიციპალიტეტში და როგორ შეიძლება მისი ეკონომიკური განვითარება – ამაზე ახალგაზრდებმა ახალციხეში ბიზნესფორუმზე იმსჯელეს.

‘განავითარე შენი რეგიონი’–ახალციხეში ბიზნესფორუმი გაიმართა
ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ბიზნესფორუმი დღეს, 27 მაისს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოეწყო.

ფორუმში მონაწილეობას, ახალციხის მუნიციპალიტეტის 17 სკოლის ჯგუფი იღებდა. მათ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე თავიანთი ხედვები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

მოსწავლეების პრეზენტაციები ძირითადად უპატრონო ძაღლებისათვის თავშესაფრის მოწყობას, ახალციხეში ეკოტურიზმის განვითარებას, არტ–კაფის მოწყობას, ასევე მესხური ოდის შენარჩუნებას და ყველის საწარმოს გახსნას ეხებოდა.

ბიზნესფორუმს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პრეზენტაციებს ჟიური აფასებდა და მათ ფორუმის დასრულების შემდეგ, საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორებიც გამოავლინეს, რომლებიც ახალციხის პირველი და სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. მათი პრეზენტაციები, ქალაქში არტ–კაფის გახსნას და ეკოტურიზმის განვითარებას ეხებოდა.

საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორები, ზაფხულის ლიდერთა სკოლაში უფასო საგზურებით დაჯილდოვდნენ.

დღევანდელი ღონისძიება, პროექტის „განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც საქართველოს სტუდენტური პარლამენტი ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში ლიდერების აღმოჩენა და მათში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, რაც მომავალში წარმატების მისაღწევად გამოადგებათ.

„პროექტს გააჩნია განვითარების უდიდესი პოტენციალი. მისი მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, როგორც ახალგაზრდა თაობის მასიური ჩართვა, მათი ლიდერული უნარების გამოვლენის გზით სახელმწიფო განვითარების პროცესში ჩართვაც“,–ამბობს პროექტის მენეჯერი ახალციხეში ნინო ჩინჩალაძე.

პროექტის სამიზნე ჯგუფები სკოლის მოსწავლეები არიან. ბიზნესფორუმი „განავითარე შენი რეგიონი“ საქართველოს ყველა ქალაქში იმართება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი’ - პროექტის გამარჯვებულები ახალციხიდან
სტუდენტური პარლამენტის წევრები ახალციხის მერს შეხვდნენ
საარჩევნო თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა
„წიგნების თარო“ – პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება მოხეს სკოლაში
ახალციხის ციხეზე 'ფორტი ბოიარდი' მოეწყო
ახალი ამბები – 28 მაისი [Audio]
იმიტირებული გამოძიება სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით