FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის ორი მოსწავლე ერევანში მიემგზავრება

მთავარისაზოგადოება » განათლება 22.01.2013
პროექტის, ”დემოკრატია იწყება შენით”, ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში ორი სკოლის მოსწავლე შეირჩა, რომლებიც ჯერ ერევანს, გამარჯვების შემთხვევაში კი ბრიუსელს ეწვევიან.

სამცხე-ჯავახეთის ორი მოსწავლე ერევანში მიემგზავრება
პროექტი მესამე წელია ხორციელდება ფონდ „კონრად ადენაუერისა“ და თბილისის პოლიტიკური სკოლის მიერ. მასში სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამი ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. თითოეული ქვეყნიდან 20 სკოლაა შერჩეული. სამცხე-ჯავახეთიდან პროექტში სამი სკოლაა ჩართული: ახალციხის პირველი და მესამე და ასპინძის პირველი საჯარო სკოლები.

ერევანში გასამგზავრებლად ახალციხის პირველი და მესამე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები შეირჩნენ. ჟურნალისტის სტატუსით მიემგზავრება პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე მარი მიქელაძეც. ოცკაციანი დელეგაცია ერევანს, კერძოდ, კურორტ წახკაძორს ეწვევა.

”პროექტში არჩევნების გზით, ხმათა უმრავლესობით ამირჩიეს. 4 თებერვალს წახკაძორში მივდივარ. ძალიან გახარებული ვარ”, -ამბობს პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული, პირველი სკოლის მოსწავლე თამარ ჯაფარიძე.

პროექტის მონაწილეები სომხეთში 5 დღეს დაჰყოფენ. სომხეთში აზერბაიჯანისა და სომხეთის სკოლის 20-20 მოსწავლეც მოიყრის თავს.
”ხუთი დღის განმავლობაში ბავშვები სხვადასხვა თემებს განიხილავენ, შეიქმნება ინტეგრირებული ჯგუფები, გაიმართება დისკუსიები”, - ამბობს პროექტის ტრენერი სამცხე-ჯავახეთში ნინო ნადირაძე.

დასასრულს, სომხეთში არჩევნების გზით 15 სკოლის მოსწავლე შეირჩევა, რომლებიც მარტში, 4 დღით, ბელგიაში, ბრიუსელში გაემგზავრებიან.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„დემოკრატია იწყება შენით“
FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის
”მასწავლებლები სამოქალაქო განათლებისთვის”
ახალციხის სამხატვრო სკოლა  ერევანში გასამგზავრებლად ემზადება
FLEX-ის პროგრამით ახალციხიდან ამერიკაში სამი მოსწავლე გაემგზავრება
ახალციხელი უფროსკლასელები მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ
"ეტალონის" ფინალურ ტურში სამცხე–ჯავახეთიდან შვიდი მოსწავლე გადავიდა