FM97.5 / LIVE

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჭელაში მინარეთი კანონდარღვევით აშენდა

მთავარისაზოგადოება 02.09.2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,სოფელ ჭელაში მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა, უკანონობაზე კი ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჭელაში მინარეთი კანონდარღვევით აშენდა
„ჩვენი ისტორიის განმავლობაში რელიგიური შეუწყნარებლობის მაგალითი არ მოიძებნება. ღრმად მწამს,რომ ეს ტრადიცია არსად გამქრალა და ჩვენი ხალხისთვის სრულიად ბუნებრივია მშვიდობიანი თანაცხოვრება, რელიგიური შემწყნარებლობა, რელიგიური გრძნობების პატივისცემა. ეს არამხოლოდ ჩვენი ეროვნული ტრადიციაა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ სოფელ ჭელაში მომხდარ ინცინდენტს არაფერი აქვს საერთო რელიგიურ შეუწყნარებლობასთან. მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა. თვითნებობასა და უკანონობაზე კი ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით ჭელაში მომხდარ ინცინდენტს შეისწავლიან და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„თუ სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის პროცესის დროს აქციის მონაწილეების მიმართ დაირღვა კანონი, ან გამოყენებული იყო გადამეტებული ძალა, ეს იქნება შესწავლილი, რასაც მოჰყება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, ნებისმიერი აღმსარებლობის მქონე ადამიანისთვის ქვეყანაში რელიგიათაშორის თანხმობას და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია რომ კანონმა და სასამართლომ აღადგინოს კანონიერება. როდესაც საქმე რელიგიურ გრძნობებს ეხება, ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ეს მეტად სათუთი თემაა“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში შემოსავლების სამსახურმა მინარეთის დემონტაჟი განახორციელა. იმავე დღეს, წინააღმდეგობის გაწევის გამო პოლიციამ ჭელაში რამდენიმე ადგილობრივი დააკავა. მომხდარს მუსლიმური თემის წარმომადგენელთა პროტესტი მოჰყვა.

მინარეთის დემონტაჟის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესები აქციის პარალელურად მიმდინარეობდა. იმ 6 დაკავებულის სასამართლო, რომელთა მიმართაც საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობდა, 27 აგვისტოს ორ ეტაპად წარიმართა. 6-ვე მათგანს სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 3 დაკავებულს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამავე დღეს, საღამოს, რაინდი შანთაძეს, ვახტანგ მარკოიძეს და გენადი აბაშიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მათ აღნიშნული თანხის გადასახდელად 30 კალენდარული დღის ვადა მისცეს. შემდეგი პროცესი 2013 წლის 16 ოქტომბერს ჩაინიშნა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნოდარ ხადური: 'მინარეთის საკითხი ტექნიკურად უნდა გადაწყვეტილიყო და სამწუხაროა, რომ ამან სხვა ხასიათი მიიღო'
TDI მინარეთის დემონტაჟზე პრემიერის პოზიციას აფასებს
ჭელაში მომხდარს დღეს კანცელარიასთან გააპროტესტებენ
ჭელის მინარეთის საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი II]
 ვითარება ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შემდეგ [Photo]