FM97.5 / LIVE

ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჭელას საკითხს მომავალ კვირას განიხილავს

მთავარისაზოგადოება 10.09.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელას მინარეთის დემონტაჟის საკითხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მომდევნო კვირაში განიხილავენ

ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჭელას საკითხს მომავალ კვირას განიხილავს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ სხდომის გადადების მიზეზი საორგანიზაციო საკითხების მოუწესრიგებლობაა: "კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მივლინებაში იმყოფება, მე კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ტექნიკური საკითხების მოგვარება ვერ მოვახერხე. ამიტომ, ჭელას თემას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მომავალ კვირას დაუბრუნდება“.

შეგახსენებთ, რომ ჭელას საკითხის სხდომაზე განხილვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იდეაა. უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა კომიტეტს ამ ინიციატივით 3 სექტემბერს მიმართა.

"როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის არ არის ხელსაყრელი საჯარო მსჯელობა, ჩვენ მაინც ვითხოვთ საკითხი განხილული იქნას კომიტეტის ფორმატში. ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული კონკრეტული დღე როდის განიხილება, წინასწარი ინფორმაციით შესაძლოა კომიტეტმა ეს საკითხი განიხილოს ხუთშაბათს", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა "ნეტგაზეთთან" საუბარში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი  მოადგილე გედევან ფოფხაძეა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა ბორჯომელებს ანგარიში წარუდგინეს
ჭელის მინარეთის საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ
სამცხე-ჯავახეთში ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტს ნუგზარ სამარჯიშვილი უხელმძღვანელებს
ეკა ბესელია: ‘ადიგენში სასაფლაოს საკითხი თვითმმართველობამ უნდა მოაგვაროს’
გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია ასპინძის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ [R]
სამცხე–ჯავახეთში ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი შეიქმნა