FM97.5 / LIVE

სასამართლოში მეეზოვის სარჩელის განხილვა დაიწყო

მთავარისიახლე, სამართალი 23.04.2019
ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 23 აპრილს, კეთილმოწყობის სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვის დათო ლომიძის საქმეზე იმსჯელეს.

სასამართლოში მეეზოვის სარჩელის განხილვა დაიწყო

შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმეს სასამართლო ცალ–ცალკე განიხილავს. ორივე პროცესზე „კეთილმოწყობის“ ინტერესებს ადვოკატი ნინო დემეტრაძე იცავს, „კეთილმოწყობის“ ყოფილი თანამშრომლების ინტერესების დამცველი კი ეკა აბაშიძეა.

დათო ლომიძე მიიჩნევს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. ამიტომ მისი სასარჩელო მოთხოვნა იძულებით განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენაა. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, იმის გამო, რომ ლომიძე სამსახურში ათი წელი მუშაობდა, სამართლებრივად მისი გათავისუფლების მიზეზი ხელშეკრულების შეწყვეტა ვერ გახდებოდა.

მოსამართლე ნათია მერაბიშვილის შეკითხვაზე – ხომ არ ხდის სადაოს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე 2009 წლიდან მუშაობს კეთილმოწყობაში, ნინო დემეტრაძემ უპასუხა: „ნაწილობრივ. ვადასტურებ, რომ მეეზოვე ნამდვილად არის 2009 წლიდან კეთილმოწყობის თანამშრომელი, თუმცა 2017 წელს ახალი შპს შეიქმნა და აქ უკვე ლომიძე მეეზოვედ ბოლო ორი წელია მუშაობს“.

მომჩივანმა სასამართლო სხდომაზე ორი შუამდგომლობა დააყენა: „შპს კეთილმოწყობიდან ხელფასის გაცემის წესი გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია და შესაბამისად არ ვიცით, როგორ გასცემდნენ ფართობის მიხედვით თუ განაკვეთურად. მათ მიერ მოწოდებულ შრომით ხელშეკრულებაში კი მხოლოდ ქუჩებია მითითებული და არ ჩანს, თუ რამდენი მეტრის დასუფთავება უწევთ, მაგალითად რუსთაველის ქუჩა მთელი ცენტრალური ქუჩაა. გარდა ამისა, გამოვითხოვეთ დათო ლომიძის მიმართ გამოცემული ბრძანებები და გვაინტერესებდა მოხდა ბრძანებულებების დათო ლომიძესთვის გადაცემა თუ არა. ამაზეც არ გვქონდა პასუხი“.

აბაშიძის თქმით, იგი სასამართლო სხდომაზე ამ მტკიცებულებების წარმოდგენას ელოდება, ამიტომ სხდომა მანამდე უნდა გადაიდოს, ვიდრე შპს „კეთილმოწყობა“ აღნიშნულ დოკუმენტებს მომჩივანს არ გადასცემს.

მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა ორივე შუამდგომლობა გაითვალისწინა და „კეთილმოწყობას“ აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა დაავალა.

მომავალი სხდომა 16 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.

ლომიძე, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს ხუთ თანამშრომელთან ერთად გაათავისუფლეს. სამივე მათგანი აცხადებს, რომ "კეთილმოწყობის" სამსახურში მათ ანაზღაურების გარეშე დამატებითი სამუშაოს შესრულებას სთხოვდნენ, კეთილმწოყობაში კი ირწმუნებიან, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაითხოვეს, მათზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეეზოვის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 17 მაისს გამოცხადდება
‘საახალწლოდ ქალაქის მორთვისას ანაზღაურება არ მიგვიღია’– ელექტრიკოსები მოსამართლეს
მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმე სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
მეეზოვემ და ელეტრიკოსებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს
სამსახურიდან გათავისუფლებულმა მეეზოვემ „კეთილმოწყობას“ სასამართლო მოუგო
‘კეთილმოწყობას’ სასამართლო კიდევ ორმა თანამშრომელმა მოუგო
მეეზოვისა და ელექტრიკოსების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო