FM97.5 / LIVE

ახალციხეში ‘კეთილმოწყობის’ სამსახურიდან მეეზოვეები გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 03.01.2019
ახალციხის მერიის შპს „კეთილმოწყობაში“ პირველი იანვრიდან ხელშეკრულება ყველას აღარ გაუგრძელეს. ის ვინც სამსახურში დარჩა საახალწლოდ პრემია 100–100 ლარი დაურიცხეს.

ახალციხეში ‘კეთილმოწყობის’ სამსახურიდან  მეეზოვეები გაათავისუფლეს

„კეთილმოწყობის“ სამსახურიდან ექვსი თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი კურტანიძემ დაურეკა და შეატყობინა, რომ იანვრიდან მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ.

„წერილობით არაფერი ჩამბარებია, დამირეკა და მითხრა, სამსახურის უფროსი მე ვარ და მე ვწყვეტ ვინ იმუშავებს და ვინ არაო. შენ გათავისუფლებული ხარ და დედაშენი მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებსო. მე რუსთაველის ქუჩას ვგვიდი, დედა ასპინძის ქუჩას ასუფთავებდა“, – გვიყვება ყოფილი მეეზოვე სოფო ბერიძე.

მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ის იყო, რომ პირადად მას ირაკლი კურტანიძესთან კამათი ხშირად მოსდიოდა: „პიროვნულად არ მოვწონდი, იმიტომ რომ ვეპასუხებოდი ხოლმე. ხელფასის მომატებას ვინ ჩივის, ფართი მომიმატეს დასაგველად. ამაზე რომ ვეკამათე, ეგ არ მოეწონა“.

ირაკლი კურტანიძე ამბობს, რომ ხუთი–ექვსი თვის წინ ფართობი მეეზოვეებზე ხელახლა გადანაწილდა: „არასწორად იყო დაყოფილი, შეიძლება ვიღაცას ჰქონდა 1000 კვადრატი და იღებდა 200 ლარს და ვიღაცას ჰქონდა 500 კვადრატი და იღებდა 600 ლარს. ამიტომ მათი თანდასწრებით ხელახლა ავზომეთ, არ გვინდოდა ხელფასები რომ დაკლებოდათ, ამიტომ ვკითხეთ, შეძლებდნენ თუ არა იმ ფართობის დასუფთავებას რაც გამოვყეთ და დაგვთანხმდნენ, სულ ეს იყო“.

„კეთილმოწყობის“ სამსახურში აცხადებენ, რომ სამსახურიდან ის მეეზოვეები გაათავისუფლეს, რომლებიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდანენ: „დილით ექვს საათზე რომ ვამოწმებდით, ხშირად ადგილზე არ იყვნენ, შესაბამისად რომ თენდებოდა, ის ტერიტორია დასუფთავებული არ იყო“, – ამბობს ირაკლი კურტანიძე.

მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილს სიტყვიერად, ნაწილს კი საყვედურს წერილობით უცხადებდნენ: „თუ ვინმე სასამართლოში წავა და გვიჩივლებს, შესაბამისად ვუპასუხებთ“.

„კეთილმოწყობის“ სამსახურმა ექვსი გათავისულფებული მეეზოვის ადგილზე ჯერ მხოლოდ ერთი მიიღი: „ჩვენით მოვიკითხავთ ვინ შეიძლება დავასაქმოთ. მაგალითად, ერთ ქალს ჰქონდა განცხადება დატოვებული ახალწლამდე, სამსახურს ითხოვდა, რომ დავურეკე მითხრა, არ ვიცი შევძლებ თუ არა მუშაობასო. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ისაა, რომ ქალაქი დილით დაგვილი და დასუფთავებული იყოს“.

შპს "კეთილმოწყობაში" 61 მეეზოვე მუშაობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვე სასამართლოში ჩივილს აპირებს
ახალციხის დასუფთავების სამსახურს ახალი მეეზოვეები ჰყავს
მეეზოვის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 17 მაისს გამოცხადდება
‘ვინც ვყვიროდით გამოგვიშვეს' – მეეზოვეები ‘კეთილმოწყობაში’ აუდიტის შესვლას ითხოვენ
სასამართლოში მეეზოვის სარჩელის განხილვა დაიწყო
მეეზოვე: სამსახურიდან ჩემი გათავისუფლება მერის დავალებით სცადეს
მეეზოვისა და ელექტრიკოსების სარჩელს სასამართლოში ხელახლა დაარეგისტრირებენ