FM97.5 / LIVE

სამსახურიდან გათავისუფლებულმა მეეზოვემ „კეთილმოწყობას“ სასამართლო მოუგო

მთავარისიახლე, სამართალი 17.05.2019
ყოფილმა მეეზოვემ დათო ლომიძემ შპს „კეთილმოწყობას“ სასამართლო მოუგო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, შპს–ს ხელმძღვანელობას ლომიძის სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაევალა.

სამსახურიდან გათავისუფლებულმა მეეზოვემ „კეთილმოწყობას“ სასამართლო მოუგო

გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა დღეს, 17:30 საათზე გამოაცხადა. დათო ლომიძეს პირველი იანვრიდან იძულებით განაცდური საათებისთვის, ხუთას ლარამდე აუნაზღაურდება.

„მინდა ყველამ გაიგოს, რომ მე მარტო ჩემი თავისთვის არ მიბრძოლია, იმედია დანარჩენ მეეზოვეებს გაუჩნდებათ განცდა, რომ მათი სიმართლე გაიმარჯვებს და ერთმანეთს გვერდში დაუდგებიან“, - განაცხადა მეეზოვემ პროცესის დასრულების შემდეგ.

მოპასუხე მხარის ადვოკატის, ნინო დემეტრაძის თქმით, ჯერ არ იციან გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"ვინაიდან დათო ლომიძე დაკავებულ პოზიციაზე 30 თვეზე მეტ ხანს მუშაობდა და მასზე უვადო ხელშეკრულება მოქმედებდა, მისი სამსახურიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის შედეგად გათავისუფლება ვერ დაკმაყოფილდებოდა, – განაცხადა მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა

ლომიძე, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს ხუთ თანამშრომელთან ერთად გაათავისუფლეს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘კეთილმოწყობას’ სასამართლო კიდევ ორმა თანამშრომელმა მოუგო
სასამართლოში მეეზოვის სარჩელის განხილვა დაიწყო
მეეზოვის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 17 მაისს გამოცხადდება
მეეზოვემ და ელეტრიკოსებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს
მეეზოვისა და ელექტრიკოსების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
შპს 'კეთილმოწყობამ'  მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმეზე განაჩენი გაასაჩივრა
‘საახალწლოდ ქალაქის მორთვისას ანაზღაურება არ მიგვიღია’– ელექტრიკოსები მოსამართლეს