FM97.5 / LIVE

‘საახალწლოდ ქალაქის მორთვისას ანაზღაურება არ მიგვიღია’– ელექტრიკოსები მოსამართლეს

მთავარისიახლე, სამართალი 23.04.2019
ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 23 აპრილს, კეთილმოწყობის სამსახურიდან გათავისუფლებული ელექტრიკოსების პავლე ათუნაშვილის და ივანე დავიდოვის საქმის განხილვა დაიწყო.

‘საახალწლოდ ქალაქის მორთვისას ანაზღაურება არ მიგვიღია’– ელექტრიკოსები მოსამართლეს

ელექტრიკოსები ზეგანაკვეთური შრომის, ასევე, იძულებით განაცდურის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

ელექტრიკოსების ადვოკატმა ეკა აბაშიძემ სასამართლოს მეშვეობით დღეს სხდომაზე „კეთილმოწობის“ სამსახურიდან დოკუმენტები გამოითხოვა: „2018-2019 წლის საშტატო ნუსხა გამოვითხოვეთ, თუმცა ინფორმაცია არ მიგვიღია. ასევე, არ მიგვიღია 2018 წელს ივანე დავიდოვის მიერ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტიც“.

მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა ორივე შუამდგომლობა გაითვალისწინა და „კეთილმოწყობას“ აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა დაავალა.
სასამართლო სხდომაზე ელექტრიკოსებმა განაცხადეს, რომ ქალაქის საახალწლო აქსესუარებით მორთვისთვის ანაზღაურება არ მიუღიათ. ამიტომ ადვოკატმა სასამართლოს მეშვეობით „კეთილმოწყობიდან“ კიდევ დამატებითი დოკუმენტები გამოითხოვა: „უნდა გავიგოთ მიიღო თუ არა შპს „კეთილმოწყობამ“ ტენდერში მონაწილეობა და რა თანხა იყო გამოყოფილი. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ გავიგოთ რატომ არ მოხდა მათი ანაზღაურება“.

მომავალი სხდომა 16 მაისს გაიმართება, მანამდე კი „კეთილმოწყობამ“ აბაშიძეს დოკუმენტები უნდა გადასცეს.

ელექტრიკოსები პავლე ათუნაშვილი და ივანე დავიდოვი, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს ოთხ მეეზოვესთან ერთად გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ "კეთილმოწყობის" სამსახურში მათ ანაზღაურების გარეშე დამატებითი სამუშაოს შესრულებას სთხოვდნენ, კეთილმოწყობაში კი ირწმუნებიან, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაითხოვეს, მათზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘კეთილმოწყობას’ სასამართლო კიდევ ორმა თანამშრომელმა მოუგო
შპს კეთილმოწყობიდან გათავისუფლებულ ელექტრიკოსებს მორიგება შესთავაზეს
სასამართლოში მეეზოვის სარჩელის განხილვა დაიწყო
შპს 'კეთილმოწყობამ'  მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმეზე განაჩენი გაასაჩივრა
მეეზოვემ და ელეტრიკოსებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს
მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმე სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
მეეზოვისა და ელექტრიკოსების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო