FM97.5 / LIVE

‘კეთილმოწყობას’ სასამართლო კიდევ ორმა თანამშრომელმა მოუგო

მთავარისიახლე, სამართალი 30.05.2019
შპს „კეთილმოწყობიდან“ გათავისუფლებული ელექტრიკოსების, პავლე ათუნაშვილის და ივანე დავიდოვის სარჩელი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. ორგანიზაციას მათი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაეკისრა.

‘კეთილმოწყობას’ სასამართლო კიდევ ორმა თანამშრომელმა მოუგო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ელექტრიკოსების პავლე ათუნაშვილის და ივანე დავიდოვის საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ, 29 მაისს გამოაცხადა.

მოსამართლე ნათია მერაბიშვილის განმარტებით, ათუნაშვილი და დავიდოვი შპს „კეთილმოწყობაში“ 2009 წლიდან მუშაობდნენ, ამიტომ მათი ხელშეკრულებები უვადო უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ხელშეკრულების ვადის გასვლა ვერ იქნებოდა.

სასამართლო სხდომას მოპასუხე მხარე არ დასწრებია. „კეთილმოწყობის“ სამსახურში ამბობენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ შეთანხმდებიან გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოში.

ელექტრიკოსები პავლე ათუნაშვილი და ივანე დავიდოვი, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს ოთხ მეეზოვესთან ერთად გაათავისუფლეს. ოთხიდან სამმა სამსახურში აღდგენის და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ "კეთილმოწყობის" სამსახურში მათ ანაზღაურების გარეშე დამატებითი სამუშაოს შესრულებას სთხოვდნენ.

ელექტრიკოსების გარდა, „კეთილმოწყობას“ სასამართლო კიდევ ერთმა თანამშრომელმა დავით ლომიძემ მოუგო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შპს კეთილმოწყობიდან გათავისუფლებულ ელექტრიკოსებს მორიგება შესთავაზეს
‘საახალწლოდ ქალაქის მორთვისას ანაზღაურება არ მიგვიღია’– ელექტრიკოსები მოსამართლეს
შპს 'კეთილმოწყობამ'  მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმეზე განაჩენი გაასაჩივრა
სამსახურიდან გათავისუფლებულმა მეეზოვემ „კეთილმოწყობას“ სასამართლო მოუგო
მეეზოვემ და ელეტრიკოსებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს
მეეზოვისა და ელექტრიკოსების სარჩელს სასამართლოში ხელახლა დაარეგისტრირებენ
მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმე სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო