FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში 9 აპრილის მემორიალები ყვავილებით შეამკეს [Photo]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 09.04.2019
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა გარდაცვლილთა მემორიალებთან ყვავილები მიიტანეს.

სამცხე–ჯავახეთში 9 აპრილის მემორიალები ყვავილებით შეამკეს [Photo]

1989 წლის ცხრა აპრილის 30 წელისთავთან, ასპინძის ცენტრიდან ხვილიშას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე 9 აპრილის მემორიალამდე დროშებით მსვლელობა მოეწყო. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, დაღუპული გმირები გაიხსნეს და მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს. ხვილიშას ეკლესიის მღვდელმსახურმა დავითმა კი დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "წუნდამ“ ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები შეასრულა. სიმღერის ფონზე ახალგაზრდებმა ლექსები წაიკითხეს.

სამცხე–ჯავახეთში 9 აპრილის მემორიალები ყვავილებით შეამკეს [Photo]

მსვლელობა მოეწყო ნინოწმინდაშიც. მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა და თვითმმართველობის სხვა თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრში მდებარე ჰაიოს-ქართლოსის პარკში დაღუპულთა მემორიალთან ყვავილები მიიტანეს.

სამცხე–ჯავახეთში 9 აპრილის მემორიალები ყვავილებით შეამკეს [Photo]

ბორჯომშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან შეკირიბნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. მემორიალთან ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსმა ლაზარემ გარდაცვლილების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით აქვზე მოეწყო თემატური ღონისძიება. ცეკვები და სიმღერები შეასრულეს ადგილობრივმა ჯგუფებმაც.

სამცხე–ჯავახეთში 9 აპრილის მემორიალები ყვავილებით შეამკეს [Photo]

ადიგენსა და ახალციხეში ცხრა აპრილს გარდაცვლილთა პატივის მისაგებად მემორიალებთან თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ.

სამცხე–ჯავახეთში 9 აპრილის მემორიალები ყვავილებით შეამკეს [Photo]

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი აქცია დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი და ათასობით მოქალაქე კი დაშავდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში 9 აპრილის მემორიალები ყვავილებით შეამკეს
ახალციხეში 1989  წლის  9 აპრილი გაიხსენეს
ადიგენსა და ასპინძაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]
ახალციხეში 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]
სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს
ბორჯომსა და ადიგენში პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ გმირებს [Photo]
ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს