FM97.5 / LIVE

ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს

მთავარისაზოგადოება 09.04.2015
დღეს, ახალციხეში, 9 აპრილის მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს

შეკრებილთა შორის იყვნენ ახალციხის მერიისა და გამგეობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და 9 აპრილის მონაწილეები.

„იმ დროს უნივერსიტეტში ვსწავლობდი და როგორც ყველა სტუდენტი, მეც იქ ვიყავი. გვითხრეს დაიშალეთო, მაგრამ არ დავიშალეთ და არეულობაში მოვხვდით. ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა. რომ არა ერთი ვაჟკაცი, რომელმაც იმ არეულობიდან გამომიყვანა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი“, – ამბობს ციალა ჯინჭველაძე და იხსენებს, რომ არეულობის დროს ის რაგბისტებთან ახლოს მოხვდა, რომლებმაც ჯაჭვი გააკეთეს და ახალგაზრდები გადაარჩინეს.

9 აპრილის ტრაგედიიდან 26 წელიწადი გავიდა.

„დღეს შევიკრიბეთ, რომ პატივისცემა გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც თავი გასწირეს 9 აპრილს და თავისუფლებას შეეწირნენ“, – განაცხადა ქალაქ ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ.

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ერისთვის. ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა, ვინც ქვეყნისთვის თავი დადო“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი დეკანოზმა, მამა იოანე გელაშვილმა გადაიხადა. პარაკლისის შემდეგ ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

ზუსტად 26 წლის წინ, თბილისში, დილის 04.00. საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. მიტინგის დაშლისას ადგილზე 21 მოქალაქე დაიღუპა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარაკლისით, გვირგვინებითა და 'მრავალჟამიერით' ახალციხეში 9 აპრილი აღნიშნეს
ახალციხეში 1989  წლის  9 აპრილი გაიხსენეს
ახალციხეში 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა
ადიგენსა და ასპინძაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 28 წელი გავიდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა