FM97.5 / LIVE

ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს

მთავარისაზოგადოება 09.04.2016
ახალციხეში, ცენტრალურ პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალთან ადგილლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად შეიკრიბნენ და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსნოვნას პატივი მიაგეს.

ახალციხეში 1989  წლის  9 აპრილი გაიხსენეს

ცენტრალურ პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალთან ქალაქის მერიისა და გამგეობის თანამშრომლები, სასულიერო პირები, 9 აპრილის მონაწილეები და ადგილობრივი მოსახლეობა 12:00 საათზე შეიკრიბნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსნეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

“ეს არის ჩვენი ერის გამოღვიძების დღე. დღე, როდესაც საქართველომ ხმა აიმაღლა კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ“, – ამბობს ქალაქის მერი გიორგი კოპაძე.

შეკრებილთა შორის იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც 9 აპრილის ტრაგედია საკუთარი თვალით ნახეს. მიუხედავად იმისა, რომ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დიდი დრო გავიდა, ციალა ჯინჭველაძეს იმ დღის გახსენება უჭირს.

„ეს დღეს სიახარულისა და სევდეს დღეა. 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას სათავე ჩაუყარა. ისეთი ერთიანი საქართველო, როგორიც 1989 წლის 9 აპრილს ვნახე, არასდროს მახსოვს“, – ამბობს იგი.

ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ნიკოლოზმა, მემორიალთან, 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისის დასრულების შემდეგ, ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

ამის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ახალციხის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიჭვის ნერგები დარგეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 აპრილს, 27 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის იმ მოვლენებიდან, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია, საბჭოთა არმიამ ჩაახშო. 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 28 წელი გავიდა
27 წელი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან
ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს
ადიგენსა და ასპინძაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]
მესხეთში 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photos]
სამცხე–ჯავახეთში 9 აპრილის მემორიალები ყვავილებით შეამკეს [Photo]