FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიასა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 08.04.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მერმა ზაზა მელიქიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ მოაწერეს.

ახალციხის მერიასა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა [R]

შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე სხვადასხვა მიმართულებით და განსაკუთრებით საჯარო სამსახურის სფეროში.

აღინიშნა, რომ მომავალში მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად ჩაერთვება სტუდენტური ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებაში, გაგრძელდება წარჩინებულ სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამა, მოეწყობა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები და სხვადასხვა სახის დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე, წახალისებული იქნება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობა.

ერთობლივად მოხდება კულტურული, ინტელექტუალური და გასართობი ღონისძიებების, ასევე საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება. თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები მერიის სისტემაში სტაჟირების გავლას შეძლებენ.

მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე თვლის - „ახალციხეში, როგორც საზღვრისპირა რეგიონში, უნივერსიტეტის არსებობას მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ერთობლივი ძალებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ აქ პროფესიონალი და მოტივირებული ადგილობრივი კადრების მომზადებასთან ერთად, მათ ხელშეწყობაზეც ვიზრუნოთ. ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, შემდგომში აუცილებლად გამოადგებიან ჩვენს მუნიციპალიტეტს“.

თავის მხრივ, უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, დადებითად აფასებს ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას და აქცენტს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე და მუნიციპალიტეტის განვითარებაში უნივერსიტეტის დანიშნულებაზე აკეთებს.

ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მერაბ ბერიძე, კულტურის სამსახურის უფროსი ზაზა თამარაშვილი და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი მალხაზ ლომსაძე ესწრებოდნენ.

ახალციხის მერიასა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა [R]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: რის შეცვლას გეგმავს უნივერსიტეტის ახალი რექტორი [Video]
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აირჩიეს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
უნივერსიტეტის რექტორი სკოლის დირექტორებს შეხვდა
ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე რექტორის მოადგილედ დაინიშნა
კახა სამხარაძე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა