FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულოს გადაწყვეტილება მინარეთის დემონტაჟის შესახებ

მთავარისაზოგადოება 29.08.2013
„სამხრეთის კარიბჭემ“ მოიპოვა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბრძანება სოფელ ჭელაში უნებართო მშენებლობის მწარმოებლის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული ნაგებობის დემონტაჟის შესახებ.

ადიგენის საკრებულოს გადაწყვეტილება მინარეთის დემონტაჟის შესახებ
ბრძანებაში ნათქვამია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მცხოვრები დავით ჩოგაძე, როგორც უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი უნდა დაჯარიმდეს 200 ლარით და მასვე უნდა დაევალოს საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული ნაგებობის მთლიანად დემონტაჟი.

"კანონმდებლობის დარღვევით აშენებული ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდეს წინამდებარე ბრძანების სამართალდამრღვევზე ჩაბარებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო ჯარიმის გადახდა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსულობებით განსაზღვრული შესაბამისი სახაზინო კოდით", - ნათქვამია საკრებულოს #ს-63 ბრძანებაში.

ადიგენის საკრებულოს გადაწყვეტილება მინარეთის დემონტაჟის შესახებბრძანების თანახმად, ჯარიმის გადახდა სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული ნაგებობის დემონტაჟის ვალდებულებისგან. დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა კი გამოიწვევს საურავის დაკისრებას დაკისრებული ჯარიმის ერთმაგი ოდენობით.

"ბრძანების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულება მოხდება „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად", - ნვკითხულობთ დოკუმენტში.

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, დაინტერესებული პირის მიერ ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებას ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე გივი ენდელაძე აწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის გამგეობამ ჭელის მინარეთის საქმის შესწავლა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს დაიწყო. 26 აგვისტოს მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა, თუმცა, დემონტაჟი არა გამგეობამ, არამედ საბაჟომ განახორციელა.

მინარეთის დემონტაჟის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში მუსლიმები ახალციხეში აქციას მართავდნენ მინარეთის დაბრუნების მოთხოვნით. 28 აგვისტოს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მუსლიმები ბათუმში შეიკრიბნენ. აქ მათ მიიღეს დაპირება აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, რომ ხელისუფლება მინარეთს აღუდგენდა. დღეს, 29 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ მინარეთს სავარაუდოდ დღეს დააბრუნებენ სოფელ ჭელაში. პარალელურად, დღეს დილიდან ახალციხეში მიმდინარეობს მართლმადიდებლების აქცია. ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ მინარეთის ჭელაში დაბრუნებას. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს, ახალციხეში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალური მაგისტრალი აქვთ გადაკეტილი. ადიგენისკენ მოძრაობა შეუძლებელია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ადიგენის გამგებელი:  'მინარეთის დემონტაჟი საბაჟომ განახორციელა'
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ
ადიგენის საკრებულომ ჭელის მინარეთის დემონტაჟი გადაწყვიტა
ჭელაში მომხდარს დღეს კანცელარიასთან გააპროტესტებენ
TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'