FM97.5 / LIVE

ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან

მთავარისაზოგადოება 29.08.2013
ამ წუთებში სოფელ ჭელაში მუსლიმი მოსახლეობა მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბება. მათი განცხადებით, იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მინარეთს ძველ ადგილს არ დაუბრუნებენ

ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
სამცხე-ჯავახეთის მუფტის მამუკა ვაშაყმაძის განმარტებით მას შემდეგ, რაც მინარეთის დაბრუნების შესახებ მოსახლეობამ დაპირება მიიღო,აქციები შეწყდა.

"მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიკრიბებით და ველოდებით როდის შემოვა მინარეთი ჭელაში. სანამ მინარეთი არ დაგვიბრუნდება, დაშლას არ ვაპირებთ და თუ არ დაგვიბრუნდება, პერმანენტულად აქციებს გავმართავთ. ვითხოვთ დაგვიბრუნონ მათ,ვინც წაიღეს. ჩვენ არავისთან საწინააღმდეგო არ გვაქვს, პრემიერმა განაცხადა, რომ მინარეთი დაგვიბრუნდება.სახელმწიფო დაპირისპირებას არ დაუშვებს, რადგან ძალიან ცუდი სიტუაცია და რეზონანსი მოჰყვება ამ ამბავს", - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, მინარეთის დემონტაჟის შემდეგ მუსლიმებმა ორი დღის განმავლობაში ახალციხეში, გუშინ, 28 აგვისტოს კი ბათუმში გამართეს აქცია მინარეთის დაბრუნების მოთხოვნით. ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, მინარეთის ექსპერტიზა დღეს დღის განმავლობაში მოხდება და მისი ახლიდან დამონტაჟება ჭელაში მდებარე მეჩეთთან შესაძლოა დღეს მოხდეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ
 ვითარება ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შემდეგ [Photo]
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან
აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, არ დაუშვან მინარეთის ჭელაში დაბრუნება
ბათუმიდან მუსლიმები სახლებში ბრუნდებიან
ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან