FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგეობამ ჭელის საქმის შესწავლა დაიწყო

მთავარისაზოგადოება 01.08.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჭელაში უნებართვოდ დადგმული მინარეთის შესახებ საქმის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, თუმცა, ჯერ ვერ არკვევენ იმ მიწის მეპატრონის ვინაობას, რომელზეც მეჩეთი და მინარეთი დგას

ადიგენის გამგეობამ ჭელის საქმის შესწავლა დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები დღეს სოფელ ჭელას ესტუმრნენ და მინარეთის დათვალიერების აქტი შეადგინეს. მათ შეხვედრა მიწის მესაკუთრესთანაც სურდათ, თუმცა ვერ მოახერხეს - პიროვნება, რომლის სახელზეც ის მიწაა რეგისტრირებული, რომელზეც მეჩეთი დგას, აცხადებს, რომ მიწა მას აღარ ეკუთვნის და წლების წინ მრევლს საჩუქრად გადასცა.

„სახლის შენება დავიწყე, ბანკიდან სესხი ავიღე, მაგრამ ვეღარ გავისტუმრე, ვალებში ჩავვარდი, ამიტომ მივატოვე და საცხოვრებლად ჩემი ძმის სახლში გადავედი. მაშინ ჩემი ძმა საცხოვრებლად თეთრწყაროში გადავიდა“, - ამბობს იმამის მოადგილე და ჭელის მკვიდრი დავით ჩოგაძე.

მისი თქმით, ამის შემდეგ სოფელში მცხოვრებმა მუსლიმებმა მას შესთავაზეს, მშენებარე სახლი მათთვის დაეთმოთ და აქ მეჩეთს ააშენებდნენ: „რაც ხარჯი მქონდა ამინაზღაურეს და გადავეცი სახლი საჩუქრად სოფელს“.

ჩუქების შესახებ რაიმე დოკუმენტი, რომელიც ნოტარიულად იქნება დამოწმებული, როგორც ჩოგაძე ამბობს, არ არსებობს.

„ვერ გამოვავლინეთ ვინ არის მეპატრონე. თუ მთავრობის მიწაა, მთავრობის მიწაზე ვის რა უფლება გვაქვს რაიმე გავაკეთოთ?! თუ ვინმეს საკთრებაა და დაიწყო მშენებლობა, ნებართვა ხომ უნდა ეთხოვა?! თუ გლეხია და არ იცოდა რომ ნებართვა სჭირდებოდა, ახლა მოვედით და ვუხსნით, რომ უნდა მოვიდნენ ჩვენთან და მოიტანონ ნებართბა“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გივი ყულიჯანიშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის რატი ტატალაშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ამოსავალი წერტილი დოკუმენტაციის მოწესრიგებაა: „ახლა ესაა ყველაზე მთავარი. გამგეობაში საქმის ადმინისტრაციული წარმოება უკვე დავიწყეთ. ყველაფერი ცივილურად უნდა გადაწყდეს“.

გამგეობის თანამშრომლების განცხადებით, მინარეთის დემონტაჟზე საუბარი არაა.
„მოვძებნით პიროვნებას, რომელიც იქნება პასუხისმგებელი-მესაკუთრე და ჩვენ სწორედ მასთან გვექნება ურთიერთობა“, - ამბობს ტატალაშვილი.
გივი ყულჯანიშვილის განცხადებით, გამგეობაში შესაბამისი დოკუმენტაცია მუსლიმებს ორშაბათს უნდა წარედგინათ, თუმცა, ამ დრომდე არც მშენებლობაზე ნებართვა და არც რაიმე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ შესულა: „ჩამოვუწერთ დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც უნდა მოიტანონ, ამის შემდეგ, თუ ეკუთვნით ნებართვა მიიღებენ, თუ არადა, არა“.

ჩოგაძე აცხადებს, რომ თუ მინარეთის დადგმის გამო მათ უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმას დააკისრებენ, გადაიხდიან, რადგან სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერ წავლენ, „მაგრამ ამას სოფელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება“.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთს გვერდით მინარეთი მიადგეს. პარალელურად, სოფელში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულომ ჭელის მინარეთის დემონტაჟი გადაწყვიტა
‘მართლმადიდებლების უფლებების დასაცავად’ ადიგენში დაგეგმილი აქცია გადაიდო
ადიგენის გამგებელი:  'მინარეთის დემონტაჟი საბაჟომ განახორციელა'
ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს
ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ
მთავრობის ორი დაპირება - დაბრუნდება თუ არა ჭელაში მინარეთი
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: მინარეთიდან მოლა მრევლს არ მიმართავს