FM97.5 / LIVE

‘კონცერტში მონაწილეობაზე უარი მითხრეს’ – დაპირისპირება ვალის კულტურის სახლში

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.03.2019
ვალეში არსებული საბავშვო სამუსიკო სტუდიის „ფერადი ნოტების“ ხელმძღვანელი მარინა აკოფაშვილი ამბობს, რომ ვალის კულტურის სახლში სარვამარტო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი უთხრეს. მიზეზი კულტურის სახლის ტექნიკურ ოპერატორთან გოჩა მახათაძესთან პირადი დაპირისპირებაა.

‘კონცერტში მონაწილეობაზე უარი მითხრეს’ – დაპირისპირება ვალის კულტურის სახლში

ვალის კულტურის სახლში ღონისძიება შვიდ მარტს გაიმართა. საბავშვო სამუსიკო სტუდია „ფერადი ნოტების“ ხელმძღვანელი მარინა აკოფაშვილი ამბობს, რომ კონცერტში მონაწილეობის მიღების სურვილი თავადაც გამოთქვა, თუმცა კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოჩა დემეტრაძემ მას უარი იმ მოტივით უთხრა, რომ აკოფაშვილს კულტურის სახლის ტექნიკურ ოპერატორთან, გოჩა მახათაძესთან პირადი დაპირისპირება აქვს.

„შევხვდი სამხატვრო ხელმძღვანელს, გოჩა დემეტრაძეს და ვუთხარი კონცერტზე ბავშვებს გამოვიყვან–მეთქი, მითხრა, ვერ მიგიყვან, ბოდიში, არ გეწყინოსო. მახათაძე იქ ერთ ამბავს ატეხსო“, – ამბობს აკოფაშვილი და ამატებს, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ორგანიზატორები მონაწილეებს საჯარო სკოლებიდანაც იწვევდნენ – „ვიცი, რომ სკოლასაც ურეკავდა და სთხოვდა თქვენი ბავშვები დამახმარეთ ამ ღონისძიებისთვის, არ გამომდისო. მე კი უარი მითხრეს. შემეძლო ჩემი აპარატურით მივსულიყავი და ისე ემღერათ ჩემს ბავშვებს“.

გოჩა დემეტრაძე ამბობს, რომ შვიდი მარტის ღონისძიებაში მხოლოდ კულტურის სახლთან არსებულმა ცეკვისა და მუსიკის ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა და სხვა გამომსვლელები მიწვეული არ ჰყავდათ: „გვაქვს სამეჯლისო ცეკვების წრე, რომლებმაც შეასრულეს რამდენიმე ცეკვა. აგრეთვე გვაქვს საკრავების წრე და ა.შ. „ფერადი ნოტები“ არ არის კულტურის სახლთან არსებული. კანონით მაგას არ აქვს უფლება ჩვენს ღონისძიებაზე გამოვიდეს, იმიტომ, რომ ჩვენთან საერთო არ აქვს. მხოლოდ კულტურის სახლთან არსებულმა წრეებმა მიიღეს მონაწილეობა. თან ეს ღონისძიება ოთახში ჩატარდა და არ იყო აპარატურა იმ დონის, რომ მაგას ნომერი გამოეტანა“.

რაც შეეხება კულტურის სახლის ოპერატორსა და სტუდიის ხელმძღვანელს შორის დაპირისპირებას, დემეტრაძე ამბობს, რომ „აკოფაშვილის ბრალია, რომ იცის გოჩას ხასიათი არ უნდა შეეწინააღმდეგოს“.

უთანხმოება აკოფაშვილსა და მახათაძეს შორის დიდი ხნის წინ დაიწყო.

„დეკემბერში საშინელება დამმართა. ჩემი ღონისძიებისთვის მიტანილი პროექტორი ჩემთან შეთანხმების გარეშე სხვა მიზნებისთვის გამოიყენა და ნაგავში ამოსვრილი დამხვდა. შენიშვნა მივეცი, რომ პროექტორი ნათხოვარი მქონდა და არ უნდა გამოეყენებინა. ამაზე გაბრაზდა და კონცერტის წინა საღამოს დამიგლიჯა მთელი კაბელები. მას მერე ამბობს, რომ ბოდიში უნდა მოვუხადო, რადგან ვუთხარი, რომ პროექტორი არ უნდა აეღო“, – გვიყვება მარინა აკოფაშვილი.

მახათაძე მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. იგი აცხადებს, რომ აკოფაშვილს მისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი: „მაგაზე თანგადაყოლილი ვიყავი და ახლა ნუ მიედ–მოედება, ეგ საზოგადოებრივი საქმეა და მე პირადი დაპირისპირება მაქვს ამ ადამიანთან. ეგ მოვიდეს და ბოდიში მომიხადოს. ასე უნდა თქვას: გოჩა, მაპატიე ყველაფრისთვის, რაც გავაკეთეო და როცა სურს, მაშინ მოვიდეს და ჩაატაროს კონცერტი, მანდ ბავშვები არიან და მე ბავშვებს უარს არასდროს არაფერზე ვეუბნები“.

„ფერადი ნოტების“ ხელმძღვანელი კი ირწმუნება, რომ მახათაძის მხრიდან ეს შევიწროების პირველი ფაქტი არ არის: „ეს კაცი ზოგადად ასეთი აგრესიულია. პრობლემა იყო გასულ ზაფხულსაც, ბოლო ზარების პერიოდშიც. ასე ხდება წლების განმავლობაში, ალბათ 40 წელია, დავიღალე. 30 ბავშვი მყავს და სადღაც ხომ უნდა გამოვიყვანო, რატომ არ მაქვს უფლება შევიდე ჩემს კულტურის სახლში?!“

ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გიორგი ჟუჟუნაძე ამბობს, რომ მათთან ოფიციალურად საჩივრით არავინ მისულა, თუმცა არსებული ვითარების შესახებ ინფორიმრებულია: „უბრალოდ, ვიცი, რომ ამ კაცმა აკოფაშვილის ნივთი გამოიყენა. ამანაც უთხრა, რატომ გამოიყენე უჩემოდო და გაბუტვას ჰქონდა ადგილი, დაპირისპირებას არა. ამ შემთხვევაში ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, გავერკვევი, ადვილად დასარეგულირებელი საქმეა“.

მისივე განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით მარინა აკოფაშვილთან დალაპარაკებას გეგმავს: „მე აუცილებლად ვნახავ ამ ქალბატონს და ვისაუბრებთ. გავერკვევი და გპირდებით, რომ ვინმეს ღონისძიებაში მონაწილეობა თუ უნდა მიიღებს მონაწილეობას, თანაც არაფერი პრობლემა არ ექნება“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

18–წლიანი პაუზის შემდეგ, ვალეში კულტურული ცხოვრება აღდგა
ვალეს კულტურის სახლის ყოფილი ხელმძღვანელი სამსახურში დაბრუნებას ითხოვს
ახალციხის კულტურის სახლში ქალთა დღესასწაულები აღნიშნეს
ახალციხის გამგეობამ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
ვალის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
‘ომიდან 10 წლისთავზე,  კულტურის სახლიდან რუსული მუსიკა არ უნდა ისმოდეს’  – პროტესტი ვალეში
ახალციხეში კულტურის განყოფილების ყოფილ  გამგეებს მადლობის სიგელები გადასცეს