FM97.5 / LIVE

ვალის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მთავარისაზოგადოება 20.03.2015
ქალაქ ვალის კულტურის სახლი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდა. გამგეობა შენობის რეაბილიტაციას გეგმავს.

ვალის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ვალეს კულტურის სახლი. ფოტო "სამხრეთის კარიბჭეს" არქივიდან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის კულტურის სახლი სახელმწიფოს ბალანსზე იყო. გამგეობის მოთხოვნით, შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე 17 მარტს, ეკონომიკის სამინისტროდან მოსული ბრძანების საფუძველზე გადავიდა.

„ვალეში არსებული კულტურის სახლი და სოფლის კლუბი სახელმწიფოს ბალანსზე იყო, ჩვენი თხოვნით კულტურის სახლზე გამოიცა ბრძანება, რომლის შემდეგაც ვალის კულტურის სახლი უკვე ჩვენს ბალანსზე გადმოვიდა“, – განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

მიმდინარე წელს კულტურის სახლის რეაბილიტაცია იგეგმება. როდის დაიწყება სამუშაოები და რა თანხა გამოიყოფა ამისთვის, ჯერ უცნობია.

„გვინდა, რომ შევინარჩუნოთ მისი იერსახე. ვფიქრობ, რომ ეს ისტორიული შენობაა და უნდა აღდგეს“, – ამბობს გამგებელი.

ვალის კულტურის სახლი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს ავარიულია, ჩამტვრეულია მინები და დაზიანებულია სახურავი, საიდანაც წვიმის დროს შენობაში წყალი ჩადის. მიუხედავად ამისა, კულტურის სახლში სხვადასხვა წრეები ფუნქციონირებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში კულტურის სახლი აშენდება
ასპინძაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება
ვალეს კულტურის სახლის ყოფილი ხელმძღვანელი სამსახურში დაბრუნებას ითხოვს
 გამგეობის საჩუქარი ბიბლიოთეკებს
ვალეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება
ბორჯომში კულტურის სახლი გარემონტდა

ახალციხის კულტურის სახლში ქალთა დღესასწაულები აღნიშნეს