FM97.5 / LIVE

ახალციხეში კულტურის განყოფილების ყოფილ გამგეებს მადლობის სიგელები გადასცეს

მთავარისაზოგადოება 19.02.2015
ახალციხეში კულტურის განყოფილების ყოფილი გამგეებისთვის ღონისძიება გამართეს და მათ მადლობის სიგელებთან ერთად საჩუქრებიც გადასცეს.

ახალციხეში კულტურის განყოფილების ყოფილ  გამგეებს მადლობის სიგელები გადასცეს
კულტურული ღონისძიება, დღეს, 19 თებერვალს, „ახალციხის ციხეზე“ მოეწყო. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გამართულ საღამოს, ქალაქის მერიის, გამგეობის, სამხარეო ადმინისტრაციის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მიწვეული იყო ახალციხეში კულტურის განყოფილების ყველა ყოფილი გამგე. 1946 წლიდან 2014 წლამდე კი ახალციხეში კულტურის განყოფილებას 17 გამგე ჰყავდა.

„გვინდა, რომ იმ ადამიანების ღვაწლი დავაფასოთ, ვინც კულტურის სფეროში მოღვაწეობდა, კონკრეტულად კი კულტურის განყოფილების გამგეები. დღევანდელ ღონისძიებაზე მოსვლა ყველამ ვერ მოახერხა, სამწუხაროდ რამდენიმე უკვე გარდაცვლილია, დანარჩენები კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოვიდნენ“, – ამბობს მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა გოგოლაძე.
ღონისძიებას კულტურის განყოფილების გამგეებიდან მხოლოდ ირა კურტანიძე და ელგუჯა კოპაძე ესწრებოდნენ.

„10 წელი ვიყავი კულტურის განყოფილების გამგე. ამ ხნის განმავლობაში გვქონდა წინსვლაც, გამარჯვებაც. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში გაიხსნა სამხატვრო სკოლა და თოჯინების თეატრი. ძალიან დიდი შრომა გვაქვს გაწეული ამ პერიოდში. ეს წლები ძალიან კარგად მაგონდება“, – ამბობს ირა კურტანიძე.

ირა კურტანიძე კულტურის განყოფილების უფროსი 1981 წლიდან 1991 წლამდე იყო, ხოლო ელგუჯა კოპაძე 1972 წლიდან 1977 წლამდე. ახალციხის კულტურის განყოფილების პირველი გამგე კი 1946 – 1949 წლებში ელგუჯა კოპაძის მამა გიორგი კოპაძე იყო.

ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ და სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა ირა კურტანიძესა და ელგუჯა კოპაძეს მადლობის სიგელები და საოჯახო ტექნიკა გადასცეს.

ახალციხეში კულტურის განყოფილების ყოფილ  გამგეებს მადლობის სიგელები გადასცეს

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერის გიორგი კოპაძის მამა მესამედ დააჯილდოვეს
ახალციხის კულტურის სამსახურის უფროსი კახა კოპაძე გარდაიცვალა
ახალციხის კულტურის სამსახურის და ბაღების ააიპ–ის  ხელმძღვანელებს სიგელები გადასცეს
კულტურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
ახალციხის გამგეობამ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
ახალციხეში ბავშვები კულტურის სამინისტროს საჩუქრის გარეშე დარჩნენ
ახალციხის კულტურის სახლში ქალთა დღესასწაულები აღნიშნეს