FM97.5 / LIVE

‘ომიდან 10 წლისთავზე, კულტურის სახლიდან რუსული მუსიკა არ უნდა ისმოდეს’ – პროტესტი ვალეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.08.2018
„რუსული, ოკუპანტი ქვეყნის ჰანგები უნდა ჟღერდეს აგვისტოში საქართველოს ქალაქებში თქვენი აზრით?! ღორმა რუსეთმა მოკლა, ჩემი ძმები, დები, დედები, ბაბუები, მან წამართვა ჩემი ქვეყნის 20%“, – ამ შინაარსის პოსტით ეხმაურება სოციალურ ქსელში, ვალეში მცხოვრები ჯაბა ნათენაძე კულტურის სახლში ჩართულ რუსულ მუსიკას.

‘ომიდან 10 წლისთავზე,  კულტურის სახლიდან რუსული მუსიკა არ უნდა ისმოდეს’  – პროტესტი ვალეში

ვალეში კულტურის სახლში, რომელიც ახალციხის მერიის ააიპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ეკუთვნის, საღამოს საათებში მუსიკა ირთვება, ისე რომ ხმა შენობის ირგვლივ მცხოვრებლების საცხოვრებელ სახლებშიც კი ისმის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხშირად აქ ჩართული რუსული მუსიკაა. ამას კი მათი ნაწილი აპროტესტებს.

„მაშინ როცა ქვეყანა აგვისტოს ომიდან 10 წლისთავს უნდა გლოვობდეს და უნდა ფიქრობდეს, რომ რაღაცნაირად თანადგომა გამოუცხადოს იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენთვის იბრძოდნენ, რუსული სიმღერების გაშვება განსაკუთრებით მიუღებელია“, – ამბობს ჯაბა ნათენაძე.

მის მოსაზრებას იზიარებს ვალეში მცხოვრები მარიამ ნარიმანიშვილი: „ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი საგანგაშოა, აგვისტოში დაიწყო საბრძოლო მოქმედებები საქართველოსა და რუსეთს შორის და ამ ყველაფრიდან 10 წლის თავზე რუსული სიმღერის ხმამაღლა მოსმენა უპატივცემულობის ნიშანია საკუთარი ქვეყნის და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ერთმორწმუნე რუსეთთან ბრძოლის დროს დაკარგა მამა, დედა, შვილი, ან უბრალოდ საყვარელი ადამიანი".

ახალციხის მერიის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გიორგი ჟუჟუნაძე ვალეში რუსული საესტრადო სიმღერების გაჟღერებას გმობს და ამბობს, რომ ეს მათი ინიციატივით არ მომხდარა: „ადგილობრივებს სურდათ ამ სიმღერების მოსმენა. მე თვითონაც მიომია და ყოველთვის დავუპირისპირდები ოკუპაციას. ვგმობთ რუსული სიმღერების გაშვებას რუსული ოკუპაციის ათი წლის თავზე“.

საღამოს მუსიკები რომ ადგილობრივების თხოვნით ირთვება, ამაზე ვალეს კულტურის სახლის თანამშრომლებიც საუბრობენ: „აქ უამრავი ადგილობრივი გოგო–ბიჭი მოდის და თვითონ, თავიანთი ტელეფონებიდან რთავენ მუსიკას, აგვისტოს ომის გასვლიდან ათი წლის თავზე რუსული მუსიკის გაშვება მიზანშეწონილი არ არის, შემდგომში აღარ ჩავართვევინებთ“, – ამბობს კულტურის სახლის ოპერატორი და ტექნიკური ხელმძღვანელი გოჩა მახათაძე.

ვალეში გამოკითხული ახალგაზრდების ნაწილი ამბობს, რომ მათთვის რუსული მუსიკა მიუღებელია.

„მე პირადად არ ვერთობი–ხოლმე კულტურის სახლში, მაგრამ იქიდან რუსული მუსიკების ხმა ხშირად გამოდის. ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ვისაც უნდა მოუსმინოს. რუსეთი ოკუპანტია“, – გვითხრა 14 წლის საბა კაკიაშვილმა.

რუსული მუსიკა მით უფრო აგვისტოში მიუღებელია შედარებით უფროსი ასაკის თაობისთვისაც: „ბუნებრივია, სულ ერთი არ არის რა მუსიკას ჩართავენ, რუსეთი დამპყრობელია და აგვისტოში რუსული მუსიკის გაშვებას მეც ვაპროტესტებ", – ამბობს ნოდარ სულაბერიძე.

ადგილობრივების ნაწილისთვის რუსული მუსიკა მისაღებია და ფიქრობენ, რომ ეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან არაფერ კავშირშია: „რაც მოხდა ის უნდა დავივიწყოთ, ამას სიღრმისეულად არ უნდა ჩავყვეთ, დღეს ქართველებს რუსი ტურისტები გვაცოცხლებენ,“ – ამბობს ვალეში მცხოვრები ჯიმშერ ავსაჯანიშვილი.

‘ომიდან 10 წლისთავზე,  კულტურის სახლიდან რუსული მუსიკა არ უნდა ისმოდეს’  – პროტესტი ვალეში

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მშვიდობა ომზე მეტია' – აქცია ახალციხეში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ  [Photos]
ვაკანსია რუსული ენის მცოდნე ახალგაზრდებისთვის
კვირის აქცენტი: რუსული პროპაგანდა [ვიდეო]
ლუკ კოფი: აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში
18–წლიანი პაუზის შემდეგ, ვალეში კულტურული ცხოვრება აღდგა
რუსული და ფრანგული ენების გამოცდაზე 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ვალეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება