FM97.5 / LIVE

როცა ხუთი შვილის დედა ხარ

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.03.2019
ეკატერინე კუტალოვის და თეკლა შეშაბერიძის ყოველი დილა ხუთ შვილზე ზრუნვით იწყება. ამბობენ, რომ ეს დედამიწაზე ყველაზე სასიამოვნო რუტინაა.

როცა ხუთი შვილის დედა ხარ
39 წლის ეკატერინე კუტალოვს მეხუთე შვილი, ანასტასია ერთი თვის წინ შეეძინა, უფროსი ნანა კი 11 წლისაა. დილით 09:00 საათამდე ოჯახში ყველა იღვიძებს. ბაშვები სკოლაში და ბაღში მიდიან. ანასტასიას დაბადებამდე, ეკა „ნაბეღლავის“ სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობდა, თუმცა ახლა დეკრეტულ შვებულებაშია და მთელ დღეებს ბავშვებთან ერთად ატარებს.

ამბობს, რომ ყოველთვის ბევრ შვილზე ოცნებობდა: „ყოველდღიური საქმე დამღლელია, მაგრამ ადვილად ვართმევ თავს, ყველაზე რთული ბავშებთან ურთიერთობაა, ყველას სხვადასხვა მიდგომა სჭირდება, ვინმესთან მეტი ან ნაკლები არ უნდა მოგივიდეს“.

ეკას ბავშვების გაზრდაში დედა ეხმარება, რადგან მეუღლე სამუშაოდ, დაახლოებით, ერთი თვის წინ პოლონეთში წავიდა: „სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მრავალშვილიან დედებზე, ეხმარებოდეს და ახალისებდეს მათ. შვილებს სახელმწიფოს იმედად არავინ აჩენს ბუნებრივია, მაგრამ პატარებს უამრავი რამ სჭირდებათ, რასაც ზოგჯერ ვერ წვდები“.

ეკას ბავშვების გაზრდაში ხშირად დედასთან ერთად უფროსი გოგო, 11 წლის ნანაც ეხმარება: „ერთმანეთს ეხმარებიან, საჭმელსაც აკეთებენ და ალაგებენ კიდეც, როცა მე არ ვარ სახლში“.

როცა ხუთი შვილის დედა ხარ

ხუთი შვილი ჰყავს თეკლა შეშაბერიძესაც, უფროსი ნინო 15 წლისაა, უმცროსი დემეტრე კი ორის. თეკლა საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს, თუმცა ვიდრე დილით სამსახურში წავა, ყველა შვილისთვის განსხვავებული საუზმის მომზადებას ასწრებს. პატარა დემეტრეს დედამთილთან ტოვებს და შუადღემდე სამსახურშია: „სახლში მოსულსაც შინ საბავშვო ბაღი მხვდება“, – ამბობს სიცილით და ამატებს, რომ შესაძლოა მთელი დღე ისე დაღამდეს, რომ დაჯდომა ვერც კი მოასწროს.

თავს ყველაზე მშვიდად მაშინ გრძნობს, როდესაც ბავშვები მეცადინეობენ, ორსართულიანი სახლის ყველა ოთახი მილაგებულია, სადილი გამზადებულია და შეუძლია დაისვენოს.

ისევე როგორც ეკა, თეკლაც სახელწმიფოს მხრიდან მრავალშვილიანი დედების დახმარებაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ხელისუფლება ასეთ ქალებს მცირდეით მაინც უნდა ახალისებდეს.

საქართველოში დღეს დედის დღე აღინიშნება. 3 მარტი დედის დღედ 28 წლის წინ დაწესდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ექვსი შვილის დედა ღრელიდან [Photo]
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სოფელმაც გარიყა
ვაჩიანის საბავშვო ბაღს გაფართოება სჭირდება
რატომ არ ჰყავთ  ლოგოპედი  საბავშვო ბაღებში
ხუთი შვილით უსახლკაროდ
'ზამთრის' ცოლები
შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'