FM97.5 / LIVE

ექვსი შვილის დედა ღრელიდან [Photo]

მთავარისაზოგადოება 03.03.2016
15 წლის გიორგი, 13 წლის ბიძინა, 11 წლის დავითი, 9 წლის ტრისტანი, 8 წლის ილია და 4 წლის მარიამი – 36 წლის თამარ ნებაძის 6 შვილი და დედის დღე, რომელიც მხოლოდ შვილებს გაახსენდათ.

ექვსი შვილის დედა ღრელიდან [Photo]

თამარ ნებაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში ცხოვრობს. 36 წლის თამარს ხუთი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავს. უფროსი შვილი, გიორგი, 15 წლისაა, უმცროსი, მარიამი კი 4– ს.

ექვსი შვილის დედა ღრელიდან [Photo] პროფესიით პედაგოგს თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს. მისთვის დედის დღე, სამი მარტიც, დანარჩენი დღეებივით საქმით დატვირთული და დამღლელი აღმოჩნდა.

„სკოლაში დასვენების დღე გვაქვს, მაგრამ თავისუფალი დღე ტრენერმა გამოიყენა და ახალციხეში ტრენინგზე ვიყავი. ახლა მოვედი და სახლის საქმეს უნდა მივხედო. დღევანდელ დღეზე არც კი მიფიქრია, ერთ–ერთი ჩვეულებრივი დღეა“, – გვეუბნება თამარი.

ექვსი შვილის დედა ღრელიდან [Photo] ადგილობრივი ხელისუფლებიდან მრავალშვილიანი დედა დღეს არავის მოუკითხავს. საჩუქარიც მხოლოდ შვილებისგან მიიღო.

„ფულს აგროვებდნენ თურმე და საათი და ბეჭედი მიყიდეს. როდესაც ქვეყანას 6 შვილს უზრდი, უბრალო მისალოცი ბარათიც გიხარია. ამაზე ხელისუფლებამ თავად უნდა იფიქროს,ვერ მოითხოვ, რომ პატივი გცენ. თითზე ჩამოსათვლელი ვართ ახალციხის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი დედები“, – ამბობს თამარი.

ექვსი შვილის დედა ღრელიდან [Photo] 36 წლის თამარის დილა 07:00 საათზე იწყება. ჯერ შინაურ პირუტყვს უნდა მიხედოს, ძროხები მოწველოს, შემდეგ 13 წლის ბიძინა, 11 წლის დავითი, 9 წლის ტრისტანი და 8 წლის ილია უნდა ასაუზმოს და სკოლისთვის მოამზადოს. სახლში 4 წლის მარიამი რჩება, ბებიასა და ბაბუასთან, 15 წლის გიორგი კი უკვე დამოუკიდებელია, ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, პირველ კურსზე სწავლობს.

„ზოგს რძეს ვუდუღებ, ზოგს ჩაის. არის დილა, როდესაც ვერ ვასწრებთ და სკოლაში მშივრები მიდიან“, – ამბობს თამარი.

ექვსი შვილის დედა ღრელიდან [Photo]ბავშვებთან ერთად სკოლაში თამარიც მიდის. 13 წელია ღრელის საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. ამბობს, რომ ხშირად შვილებისთვის დრო არც რჩება, სამსახურიდან დაბრუნებულს საოჯახო საქმეები ხვდება: „ბავშვები ცდილობენ დამეხმარონ, ზოგი საქონლის მოვლაში მეხმარება, ზოგი სახლს ალაგებს“.

ბევრ შვილზე არასდროს უფიქრია, თუმცა, ამბობს, რომ დღეს ძალიან ბედნიერია: „მეც მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, ხუთი დედმამიშვილი ვართ. ალბათ ამან იმოქმედა, მშობლების კვალს გავყევი. ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი და ოცნება შვილების ჯანმრთელობა და გზაზე დაყენებაა“.

ექვსი შვილის დედა ღრელიდან [Photo] გიორგის მსგავსად, დანარჩენებიც უფროს ძმას ბაძავენ და უნდათ სამხედრო პირები გამოვიდნენ. განსხვავებული სურვილი აქვს 11 წლის დავითს: “მე ბანკის მმართველი მინდა გამოვიდე. მათემატიკას კარგად ვსწავლობ“.

ექვსი შვილის დედის დღე, გვიან, ღამის თორმეტი საათის შემდეგ სრულდება.

„საქმეს რომ მოვრჩები, ამის შემდეგ ვიძინებ, დილით ისევ ისეთი აურზაური იწყება“, – ამბობს თამარი, ექვსი შვილის დედა ღრელიდან.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როცა ხუთი შვილის დედა ხარ
შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'
ფოტოპროექტი: ნინო ნებაძე სოფელ ხეოთიდან [Photo]
11 წლის ბიჭი სკოლაში დაბრუნდა, მის კლასს კი ახალი დამრიგებელი ჰყავს
‘ცხოვრება ისეთი ძნელია, ისიც კი დაგვავიწყდა, რომ დედები ვართ’
უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
ახალციხეში დედას ხუთი წლის შვილის ცემისთვის ასამართლებენ [Video]