FM97.5 / LIVE

რატომ არ ჰყავთ ლოგოპედი საბავშვო ბაღებში

მთავარისაზოგადოება » განათლება 12.06.2013
რატომ არ ჰყავთ ლოგოპედი ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში და რა პრინციპითაა შერჩეული ის სამი ბაღი, სადაც ლოგოპედის შტატი მოქმედი გახდა

რატომ არ ჰყავთ  ლოგოპედი  საბავშვო ბაღებში
ლოგოპედის შტატი მხოლოდ იმ ბაღებში ფუნქციონირებს, სადაც ხუთი ჯგუფია გახსნილი. თუმცა, ახალციხის საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანების დირექტორი ნანა გელაშვილი მიიჩნევს, რომ ლოგოპედის არსებობა ყველა საბავშვო ბაღში აუცილებელია.

’ლოგოპედი ახალციხეში მხოლოდ სამ საბავშვო ბაღშია: პირველი, მეორე და ასევე პირველი ბაგა ბაღი’, - ამბობს ნანა გელაშვილი.

მისი თქმით, იმდენად მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში ლოგოპედის მუშაობა, რომ აპირებს მომავალი წლიდან აღნიშნული შტატის დაშვება ყველა ბაღში მოითხოვოს: ”არამხოლოდ ხუთჯგუფიან, არამედ ნებისმიერ მცირე საბავშვო ბაღში შეიძლება არსებობდეს ლოგოპედის საჭიროება. ვფიქრობ კარგი იქნება თუ საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგების შტატსაც დაუშვებენ”.

ახლციხის #2 ბაგა-ბაღში დაახლოვებით ერთი თვეა რაც ლოგოპედის შტატი ისევ დაუშვეს. ამავე საბავშვო ბაღის მენეჯერის ნათელა გელაძის თქმით, ლოგოპედის მუშაობა ყველა ბაღისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

’ჩვენს ბაღში არიან ისეთი ბავშვები, რომლებთანაც ლოგოპედი ინდივიდუალურად მუშაობს. ყველაზე მეტად ბავშვებს 3 წლის მერე სჭირდებათ ლოგოპედის დახმარება, რადგან ამ პერიოდში ლაპარაკის დროს სიტყვებს კარგად ვერ გამოთქვამენ’, - ამბობს გელაძე.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყო
ახალციხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ვაკანტური ადგილებია
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან
ახალციხის ბაღებში 2000–მდე აღსაზრდელიდან 200  გამოცხადდა
ახალციხის საბავშვო ბაღებში ექთნები დაბრუნდნენ
ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება