FM97.5 / LIVE

‘ასე პიარს იკეთებენ’ – სოფლის კრებებს მინისტრები და მათი მოადგილეები ესწრებიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.02.2019
ბაკურიანში, ციხისჯვარსა და ანდეზიტში ადგილობრივებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პრიორიტეტები საგარეო საქმეთა მინისტრთან და ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან ერთად შეარჩიეს.

‘ასე პიარს იკეთებენ’ – სოფლის კრებებს მინისტრები და მათი მოადგილეები ესწრებიან

25 თებერვალს, სოფლის კრებები ანდეზიტსა და ციხისჯვარში ჩატარდა. ორივე სოფელში შეხვედრებს ბორჯომის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და მხარის რწმუნებული დაესწრო.

„მოადგილემ საკუთარ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე, დაინტერესდა ხალხის პრობლემით, ძირითადად ფინანსების საკითხებზე იყო საუბარი და ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ პრობლემებს შესაბამის უწყებებამდე მიიტანს“, – გვიხსნიან ბორჯომის მერიაში.

ორივე სოფელში მოსახლეობამ კრებაზე მთავარ პრიორიტეტად ამბულატორიის რეაბილიტაცია დაასახელა, თუმცა, მათ ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია დაჰპირდა, რომ ამ პრობლემას თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით მოაგვარებენ. ამის შემდეგ, ორივე სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე შეთანხმდნენ.

‘ასე პიარს იკეთებენ’ – სოფლის კრებებს მინისტრები და მათი მოადგილეები ესწრებიან

საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკანიანთან ერთად განიხილეს სოფლის პრობლემები, 23 თებერვალს, ბაკურიანშიც. აქ ადგილობრივებმა კულტურის სახლის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს. ამის შემდეგ კი მინისტრი მათ ქვეყანაში საგარეო პოლიტიკის კუთხით მიღწეულ შედეგებზე ესაუბრა.

შეკითხვაზე, რა კავშირში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელში პრობლემების განსაზღვრის საკითხთან, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გვიპასუხეს: „მინისტრი ადგილობრივების პრობლემებს მთავრობის სხდომაზე დააყენებს და შესაბამის უწყებებთან უშუამდგომლებს მათ. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო ზალკანიანთან, საინტერესოდ ისაუბრა მან მიღწეულ წარმატებებზე, ასევე, იმსჯელეს ადგილობრივების პრობლემებზე“.

თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მინისტრებისა და მათი მოადგილეების სოფლის კრებებში ჩართვა, პიარს ემსახურება.

„ეს არის ჩვეულებრივი პიარ–აქცია ხელისუფლების მხრიდან. ჩემი აზრით მინისტრები თავიანთი უშუალო მოვალეობების შესრულებით უნდა იყვნენ დაკავებულები და არა სოფლის კრებებზე სიარულით, მითუმეტეს მათ ისეც ბევრი საქმე აქვთ. რეალურად, ეს რაიმე გავლენას ვერ მოახდენს მოსახლეობის გადაწყვეტილებებზე, რადგან 2 000–ზე მეტ სოფელშია კრებები ჩასატარებელი და ესენი ყველგან ვერ ივლიან, თუმცა ჩემთვის გაუგებარია საგერეო საქმეთა, ან თავდაცვის მინისტრმა რა უნდა გაუკეთოს მოსახლეობას. ისინი საკუთარი გაკეთებული საქმეების შესახებ ესაუბრებიან ხალხს და ამიტომ არის ეს მხოლოდ მათი პიარ აქცია“, – ამბობს თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი ირაკლი მელაშვილი.

ბორჯომში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან პრიორიტეტების შერჩევა იანვრიდან დაიწყო. ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებში ძირითადად სკვერების, სტადიონებისა და გარე განათებების, ასევე, სასმელი წყლის ქსელისა და შიდა გზების რეაბილიტაცია დაიგეგმა. ბორჯომში კრება ჩასატარებელი მხოლოდ ბალანთაში, ტაბაწყურში, მოლითსა და ჭიხარულაში დარჩა. კვირის ბოლომდე პრიორიტეტებს ამ სოფლებშიც ჩაატარებენ და საკრებულოში დასამტკიცებლად გადაგზავნიან.

2019 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 428 000 ლარი გამოეყო, რომელსაც მუნიციპალიტეტი საკუთარი ბიუჯეტიდან 100% თანადაფინანსებას გაუწევს და სოფლებში შერჩეული პრიორიტეტები 856 000 ლარის ფარგლებში განხორციელდება.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში 'სოფლის პროგრამის' ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა [R]
ბაკურიანში ‘სოფლის პროგრამის’ პროექტი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად შეარჩიეს
გზა და წყალი – ადიგენის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტები არ შეცვლილა
სამცხე-ჯავახეთის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა დაიწყეს
ახალციხის გამგებელმა რწმუნებულებს სოფლის კრებები დაუწუნა
ბორჯომში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში შეხვედრები დასრულდა