FM97.5 / LIVE

გზა და წყალი – ადიგენის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 26.02.2019
ადიგენის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დაასრულა. სოფლების უმრავლესობაში გზისა და წყლის სისტემების მოწყობა გადაწყდა.

გზა და წყალი – ადიგენის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა

ადიგენის მერიამ დღეს, 26 თებერვალს, მთავარი პრიორიტეტების შერჩევა ჩორჩნის, დიდი და პატარა სმადის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა. ხვალ კი მერია სოფლებში შერჩეულ პრიორიტეტებს და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის.

17 იანვრიდან დღემდე, ადიგენისს მერიის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრები სულ 56 დასახლებულ პუნქტში გამართეს. აქ არ შედის დაბა ადიგენი, რადგან დაბაზე „სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში“ თანხა გათვალისწინებული არ არის.

პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, წარმოდგენილი 16 კატეგორიიდან ადიგენის მოსახლეობან მხოლოდ ცხრა მათგანზე შეაჩერა ყურადღება. სოფლების ნაწილმა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში ორ–ორი პრიორიტეტიც შეარჩია.

შერჩეული პრიორიტეტები სოფლების რაოდენობის მიხედვით ასე გადანაწილდა:

► ცენტრალური და შიდა გზების მოხრეშვა–რეაბილიტაცია – 18 სოფელი;

► სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა–რეაბილიტაცია – 13 სოფელი;

► სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია – 12 სოფელი;

► სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე ღობის მოწყობა – 7 სოფელი;

► გარე განათების მოწყობა – 6 სოფელი;

► მთაში მისასვლელი გზების მოწყობა – 2 სოფელი;

► სკვერების რეაბილიტაცია – 2 სოფელი;

► სანიაღვრე არხების მოწყობა –2 სოფელი;

► სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია, ასევე, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა – 2 სოფელი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტისთვის 648 000 ლარი დაიხარჯება, თუმცა ამ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან რამდენი ლარი დაემატება ჯერ უცნობია.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის საკრებულომ ‘სოფლის პროგრამის’ პროექტები დაამტკიცა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
წყალი, გზა, სასაფლაოს შემოღობვა, სკვერი და ‘ბირჟა’– მთავარი პრობლემები სოფლებში
უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]
ახალციხეში  ‘სოფლის პროგრამის’ ფარგლებში შერჩეული  პროექტების განხორციელება დაიწყო
ადიგენის სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®
რომელ სოფელი რა რაოდენობის თანხას მიიღებს ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’