FM97.5 / LIVE

ტარიელ ნაკაიძემ დაკავებულების გათავისუფლების პირობა მიიღო

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
რამდენიმე წუთის წინ სამმართველოს შენობიდან ტარიელ ნაკაიძე და მალხაზ სონღულაშვილი გამოვიდნენ. მათი განცხადებით, დაკავებულებს ეტაპობრივად გაათავისუფლებენ

ტარიელ ნაკაიძემ დაკავებულების გათავისუფლების პირობა მიიღო
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა პოლიციის თანამშრომლებთან და გვითხრეს, რომ დაკავებულების გათავისუფლება სამართლებრივი პროცედურების დაცვით მოხდება. ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია, მასთან მშობელი შევიდა და მას მალე გამოუშვებენ. პირველ ეტაპზე რამდენიმეს გამოუშვებენ, დანარჩენებსაც მალევე,მე ამის პირობა მივიღე“,- ამბობს ქართველ-მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.

ნაკაიძის ინფორმაციით დაკავებულებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

"ეს სიტუაცია ამძაფრებს ჩვენი ქვეყნის უმწიფრობას, რომ გულთან ახლოს მიიტანოს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სადარდებელი, ჩვენი ქვეყნის ტკივილი. შევხვდი პოლიციის წარმომადგენლებს,ვფიქრობ,რომ ისინი გულწრფელნი იყვნენ,რომ ისინი აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ.ეს პრობლემა პოლიციის გადასაწყვეტი არ არის. ეს არის პოლიტიკური პრობლემა და მას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტა.ეს ხალხი,რომელიც აქ მოვიდა, აღშფოთებული ელის, რომ ხელისუფლება ყურს დაუგდებს. ეს ხალხი პოლიციასთან სალაპარაკოდ არ არიან მოსულები,არამედ უმაღლეს ხელისუფლებასთან და ხელისუფლებამ თუ მათი გულისტკივილი ვერ გაიგო, რაღათქმა უნდა ეს პროცესი, ეს მოვლენა იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინო და თავზარდამცემი", - განაცხადა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა.

შეგახსენებთ, სამმართველოში 9 დაკავებული რჩება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტარიელ ნაკაიძე: გამოდის, ყველა მინარეთი უნდა მოინგრეს
ტარიელ ნაკაიძე: ჯემალ პაქსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ტარიელ ნაკაიძე: 'ჭელა კარგი პრეცენდენტია'
ტარიელ ნაკაიძე: პრობლემა უფრო ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე სკოლის მოსწავლეების გაფიცვა
ტარიელ ნაკაიძე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს
'რომელიმე რელიგია უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს'– ტარიელ ნაკაიძე
ტარიელ ნაკაიძე: ჭელის მცხოვრებლები პოლიციამ დააშინა