FM97.5 / LIVE

ტარიელ ნაკაიძე სახელმწიფო უწყებებს ადიგენში მომხდარზე დროულ რეაგირებას სთხოვს

მთავარისაზოგადოება 01.03.2016
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე აღშფოთებას გამოთქვამს სოფელ ადიგენში, ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ტარიელ ნაკაიძე სახელმწიფო უწყებებს ადიგენში მომხდარზე დროულ რეაგირებას სთხოვს

„აღშფოთებული ვართ, სოფელ ადიგენში მომხდარი ფაქტით, რომელიც მოყვა ადგილობრივი მუსლიმი თემისათვის სასაფლაოს გადაცემას. როგორც ჩვენთვის ადგილობრი მუსლიმებისაგან გახდა ცნობილი, ადიგენის რაიონის გამგებელის ზაქარია ენდელაძის თანმხლებმა რამდენიმე ადამიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს. ნაცემია სამი ადამიანი.

ტარიელ ნაკაიძე სახელმწიფო უწყებებს ადიგენში მომხდარზე დროულ რეაგირებას სთხოვს ინციდენტს წინ უძღოდა მუსლიმი მიცვალებულის დასაფლავებისთვის ხელის შეშლა. ეს ფაქტი ერთი წლის წინ მოხდა, მაშინ მიცვალებული დასაფლავებული იქნა სხვა სოფელში მდებარე მუსლიმურ სასაფლაოზე. რომ მოხდარიყო ერთი წლის წინ მომხდარ ინციდენტზე შესაბამისი რეაგირება, დღეს არანაირ ინციდენტს ადგილი აღარ ექნებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისლამური სწავლებით მუსლიმი მიცვალებულის ქრისტიანულ სასაფლაოზე დასაფლავება არ შეიძლება.

მოვუწოდებ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს მოახდინონ დროული რეაგირება, დაკმაკოფილდეს მუსლიმი თემის სამართლებრივი მოთხოვნა. მყისიერად იქნას გამოძიებული მომხდარი ფაქტი და კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა დამნაშავე.

ვფიქრობთ, ხელისუფლების საკითხისადმი სწორი სამართლებრივი მიდგომა ერთადერთი გამოსავალია, მოცემული მდგომარეობიდან გამოსვლისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ პრობლემის განგრძობადობა“, – წერს ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 თებერვალს, სოფელ ადიგენში ადგილობრივი მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვითარება ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა, არიან დაშავებულები.

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ხდება ადიგენში რელიგიური კონფლიქტის მეორე დღეს
ომბუდსმენი: 'დაუსჯელობამ ბიძგი მისცა ახალ ინციდენტს რელიგიურ ნიადაგზე'
მუსლიმთა სამმართველო: ადიგენში მომხდარი ფაქტი ხელოვნურად არის ინსპირირებული
სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის
ადიგენში  სასაფლაოს ტერიტორიას ათვალიერებენ
ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
TDI სოფელ ადიგენში მუშაობისას ხელისშეშლაზე საუბრობს