FM97.5 / LIVE

უდაბნოდან გაყვანის მოლოდინში

მთავარისიახლე, ბლოგები 02.02.2019
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

უდაბნოდან გაყვანის მოლოდინში
უკვე ათეულ წელზე მეტია განათლების სამინისტრო ბიბლიურ მოსესავით უდაბნოში მიგვიძღვის. ყოველი ახალი მინისტრი რეფორმას წინამორბედის ნაკვალევის წაშლით იწყებს და რა გასაკვირია, რომ ამ უდაბნოს თავი ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ.

2019 წელი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაიწყო! სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარსულს ჩაბარდა; გაუქმდა პროფესიული განვითარების სქემა, რომლის მოთხოვნების შესრულებასაც საქართველოს მასწავლებლებმა შრომითა და ბრძოლით აღსავსე 4 წელი შეალიეს. მანამდე სხვა სქემა იყო, ისიც ასევე ჩამოიშალა და ნანგრევებში მანამდე სიმწრით დაგროვებული კრედიტ-ქულები მოიყოლა.

მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გაუქმებულიყო სქემა, რომელმაც მასწავლებლები ბუღალტრებად და საქმისმწარმოებლებად გადააქცია, ასევე გამოსაშვები გამოცდებიც, რომელზედაც არაერთხელ დაფიქსირდა მოუმზადებელი მოსწავლეების მიერ ბარიერის გადალახვისა და სწავლისათვის თავგადადებულების ჩაჭრის პრეცედენტი.

რამდენიმე კვირის წინ სისტემის რეფორმა ოფიციალურად გამოცხადდა. თუმცა, საინტერესოა რა ადგილი უჭირავს ამ გეგმაში არაქართულენოვან სკოლებს, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 11%-ზე მეტს შეადგენენ?
ფული საკმაოდ დაიხარჯა, როგორც არასამთავრობო ისე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბევრი კარგი იდეა ჩამოყალიბდა პროგრამებად, თუმცა არსებულ რეალობაში უმეტესობა ვერ განხორციელდა.

მიზეზი ცხადია; კარგ მოსავალს მაშინ იღებ, როცა სათეს ნიადაგს წინასწარ ამზადებ. ჩვენს სკოლებში გატარებული რეფორმები კი უცხო ნიადაგზე არასათანადო დროს გადმორგულ ნერგს ჰგავს, რომელიც ადრე თუ გვიან გახმობისთვის არის განწირული.

მაგალითისთვის ენის კომპეტენციის განვითარებისთვის ესოდენ საჭირო და პერსპექტიული ბილინგვური სწავლება ავიღოთ, რომლის მიზანი ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერება იყო. ორენოვანი განათლების დანერგვა სკოლაში, სადაც მასწავლებელი საამისოდ არ იყო მომზადებული, ნაადრევი აღმოჩნდა, ხოლო ორენოვანმა სახელმძღვანელოებმა, რომლის გაგება საგნის მასწავლებელსაც უჭირდა, მშობელსაც და მოსწავლესაც, სასწავლო პროცესი შეაფერხა.

რა სჭირდება არაქართულენოვან სკოლას საიმისოდ, რომ რეფორმას ფეხი აუწყოს და ქვეყანას განათლებული თაობები მისცეს? - პირველ რიგში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო. არავინ შემომედავება, თუ ვიტყვი, მაშინ, როცა პრიორიტეტი ახალგაზრდების თანამედროვე ცხოვრებისათვის მომზადებაა, საქართველოს სოფლის სკოლების უმეტესობა დღესაც საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილი ინვენტარითაა აღჭურვილი. სასწავლო რესურსებზე, კაბინეტ-ლაბორატორიებზე და სამეცნიერო ტექნოლოგიებზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია.

კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი ყველა კლასის მასწავლებლის ყოველდღიური გამოყენების რესურსია და საამისოდ თითოეულმა, ერთდროულად ინფორმატიკის კაბინეტს რომ მიაშუროს, სადაც ეს ნივთებია თავმოყრილი, ქაოსს ვერ ავცდებით.

მეორე უმთავრესი რამ, რაც სკოლას სჭირდება, არის კონკურსის გზით შერჩეული, ახლებურად მოაზროვნე, ლიდერის უნარ-ჩვევების მქონე მენეჯერი, პირი, რომელიც დღე და ღამე როგორც საკუთარი თავის, ასევე სკოლის განვითარებაზე ფიქრობს. სამწუხაროდ, სკოლის დირექტორების უმეტესობა წლობით მოვალეობის შემსრულებლად არის დანიშნული და ბევრი მათგანი სახელმწიფო ენაზე საქმის წარმოებასაც ვერ ახერხებს.

უდაბნოდან გაყვანის მოლოდინში

კვალიფიციური კადრის სერიოზული დეფიციტის შესავსებად სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას: აღზარდოს და მოიზიდოს ასეთი კადრი; მოუხსნას მას სკოლაში შეღწევისა და პროფესიაში შესვლის ბარიერები; იზრუნოს მოქმედი პერსონალის გადამზადებაზე და უზრუნველყოს მოსწავლე თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარების პირობებით.

სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებაზე გამუდმებული ზრუნვა ტოლერანტ, პატრიოტ, მაღალი ღირებულებების მქონე თაობებს ნიშნავს, რომლებსაც მომავალში ქვეყნის ბედი უნდა მივანდოთ. ამ მიმართულებით სწავლების კომპეტენცია ძალიან დაბალი და ზოგიერთ სკოლაში საერთოდ, ნულის ტოლია.

ინტეგრაცია ჩაკეტილი სოფლების უმწვავესი პრობლემა, რომელიც სამომავლოდ ასობით დაკარგულ მოქალაქეს ნიშნავს. სკოლამ უნდა შეაძლებინოს ეთნიკურ უმცირესობებს ამ ბარიერის დაძლევა და კომუნიკაცია საზოგადოების სხვა ნაწილთან. ამისთვის რაც შეიძლება მეტი გაცვლითი პროგრამა, ინტეგრირებულ საგანმანათლებლო თუ კულტურულ ღონისძიებებში მათი ჩართვაა საჭირო.

აქვე დავამატებდი სახელმწიფო ენის ცოდნის გაძლიერებას, რომელსაც მხოლოდ ქართული ენის გაკვეთილებით ვერ შევძლებთ. ზემოთხსენებული ბილინგვური სწავლების ზუსტად მორგებული მოდელი და კარგად მომზადებული ორენოვანი მასწავლებელი იქნებოდა ამ პრობლემის გადაჭრის წარმატებული მცდელობა, აამაღლებდა ენობრივ კომპეტენციას და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გამგრძელებელ ახალგაზრდებს დარგობრივ ლექსიკას გაუმდიდრებდა.

აქვე ყურადღებას გავამახვილებ დღეს არსებულ ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემაზე, რომელსაც სკოლების დიდ ნაწილში ქართული ენის სახელმძღვანელოების დეფიციტი ქმნის. რამდენიმე წელია წიგნები აღარ იბეჭდება და მოსწავლეები წინა კლასების მიერ უკვე გამოყენებულ, დაქექილ სამუშაო რვეულებში მუშაობენ. თუმცა იქ ყველა დავალება უკვე შესრულებულია. ამ სახელმძღვანელოების აღარც ელექტრონული ვერსია არსებობს და მასწავლებლებს საკუთარი სახსრებით უწევს ყოველდღიური სამუშაო მასალის შექმნა.

მოკლედ, თუ ყველა ეს ნიუანსი რეფორმის დოკუმენტში კონკრეტულად გაიწერება, დარწმუნებული ვარ, შედეგზე უეჭველად გავალთ. თანაბარი ვალდებულებები მოითხოვს განვითარების თანაბარ პირობებს. ნამდვილმა რეფორმამ განათლების სისტემის უდაბნოდან გაყვანა და სასურველ შედეგთან მიახლოება უნდა შეძლოს. არ მეთანხმებით?
უდაბნოდან გაყვანის მოლოდინში

[ცაულინა მალაზონია]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბილინგვური მეთოდით ახალქალაქში მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი ასწავლის

ბილინგვური სწავლების დადებითი და სუსტი მხარეები
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის
არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს
არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ
გალინა - ქართულის მასწავლებელი