FM97.5 / LIVE

ახალციხეში ‘ახალგაზრდული ფორუმი – 2018’ გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.12.2018
ახალციხის მერიამ ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი ყველა ის ორგანიზაცია იყო ჩართული, რომელიც ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებას ეწევა.

ახალციხეში ‘ახალგაზრდული ფორუმი – 2018’ გაიმართა

ფორუმი ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, 24 დეკემბერს, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. მას ახალგაზრდები, საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმზე ყველა ორგანიზაციამ, რომელიც ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე მუშაობს, საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. ასევე, აქ შეკრებილმა ახალგაზრდება მათი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. მეექვსე სკოლის მოსწავლე მარიამ ხმალაძე ამბობს, რომ ახალგაზრდებს სჭირდებათ სივრცე, სადაც გარკვეულ აქტივობებს განახორციელებენ: „მათ გააქტიურება სჭირდებათ, ერთფეროვანი და უნიტერესოა ერთი და იგივე აქტივობები, მაგალითად დასუფთავების აქცია".

ფორუმის მიზანი ახალგაზრდებისა და მათთან მომუშავე ორგანიზაციების ერთად შეკრება, გაცნობა და სამომავლო გეგმების განახორციელებაში მათი ერთობლივი ჩართულობა იყო. სამომავლო გეგმები კი ფორუმის გამართვამდე „ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში“ გაიწერა. აღნიშნული დოკუმენტი განათლების სამინისტროს ინიციატივით მომზადდა, მის შექმნაში მონაწილეობა მიიღო მერიის კულტურის სამსახურმა, ასევე, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორმა.

„მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში 14–დან 29–წლამდე ახალგაზრდები გამოიკითხნენ. გავარკვიეთ რა აქტივობები აქვთ და რა არის მათი საჭიროება. მეორე ეტაპზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი არასმთავრობო, სამთავრობო და ბიზნესსექტორის მონაწილეობით და გავარკვიეთ თუ რა უნდა დაგვეგეგმა სამწლიან სტრატეგიაში, რა იყო ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტი“, – ამბობს ახალციხის კულტურის სამსახურის სპეციალისტი მარიამ ზაზაძე.

მისი თქმით, გამოკითხვა ოთხი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობდა, ესენია – დასაქმების ხელშეწყობის გაზრდა, ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლება.

„ეს სტრატეგიის დოკუმენტი სამ წელს მოიცავს, მუნიპალიტეტმა სხვადასხვა სექტორების ჩართულობით უნდა იზრუნოს ამ საკითხების მოგვარებაზე. ამ ყველაფერის მიზანია სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა რესურსი ცუდად იხარჯება. მნიშვნელოვანია რესურსის ოპოტიმიზაცია და არსებული თანხის უფრო მიზნობრივად ხარჯვა“, – ამბობს ზაზაძე.

ფორუმის ორგანიზატორების განმარტებით მსგავსი შეხვედრა ყოველი წელის ბოლოს გაიმართება: „მომავალ წელს ვგეგმავთ შეხვედრა უფრო მასშტაბური იყოს და მონაწილეობა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიაციების წარმომადგენლებმაც მიიღონ“, – გვითხრეს მათ.

ახალციხეში ‘ახალგაზრდული ფორუმი – 2018’ გაიმართა

ახალციხეში ‘ახალგაზრდული ფორუმი – 2018’ გაიმართა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალგაზრდული ფორუმი - მიღწევები და გამოწვევები
‘სტრატეგია რომ მუშავდება, საკრებულომ უნდა იცოდეს’– დეპუტატის საყვედური მერიას
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი მოეწყო
„სამცხე–ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015“ ჩატარდა
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
სამცხე-ჯავახეთი ახალგაზრდული ფორუმისთვის ემზადება