FM97.5 / LIVE

‘სტრატეგია რომ მუშავდება, საკრებულომ უნდა იცოდეს’– დეპუტატის საყვედური მერიას

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 18.02.2019
ახალციხის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ ახალციხის მერიაში ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა ისე მომზადდა, რომ საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობას ინფორმაცია არ ჰქონდა.

‘სტრატეგია რომ მუშავდება, საკრებულომ უნდა იცოდეს’– დეპუტატის საყვედური მერიას

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020–2022 წლების ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა საკრებულომ დღეს, 18 თებერვალს დაამტკიცა.

ახლადშექმნილი დოკუმენტი დეპუტატებს ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტმა მარიამ ზაზაძემ გააცნო.

საკრებულოს დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ განაცხადა, რომ როდესაც მუნიციპალიტეტი ოთხწლიან სტრატეგიას ამზადებს, მასში ჩართული და ამავე დროს ინფორმირებული საკრებულოს დეპუტატები აუცილებლად უნდა იყვნენ.

„ეს სტრატეგია შემუშავდა ისე, რომ საკრებულოს დიდი უმრავლესობა არ ვიყავით საქმის კურსში, მე სამ კაცს არ ვგულისმობ. მერიის სამსახურებიც უნდა მიხვდნენ, რომ ჩვენ ვართ ის ორგანო, რომელიც ყველა დეტალზე უნდა ვიყოთ საქმის კურსში, გარდა ამისა ჩვენგან არცერთი ახალგაზრდა არ არის ჩარული. ეს არის არასწორი დამოკიდებულება. ოთხწლიანი სტრატეგია, რომ მუშავდება საკრებულო უნდა ვიყოთ საქმის კურსში, მე არ მაქვს სამსახურთან პრეტენზია, ისევ ორგანიზაციულ საკითხთან მივდივართ, ეს უნდა იყოს მოგვარებული“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე თამარ გოგოლაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ამბობს, რომ თამარ გოგოლაძის შენიშვნა სამართლიანია და მომავალში აუცილებლად გაითვალიწინებს: „პირობას გაძლევთ, რომ სხვა დროს ეს იქნება მერიისგან, თუ საკრებულოსგან ინიცირებული საკითხი, აუცლებლად შეგატყობინებთ ყველა დეპუტატს“.

დოკუმენტი 14–29 წლის ახალგაზრდებზეა გათვლილი. მასში გაწერილია ოთხი მიზანი, რომელიც 2020–2022 წლებში უნდა განხორციელდეს, ესენია: ახალგაზრდების დასაქმების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის შესაბამისი პირობების შექმნა, ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდაჭერა, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისე დაგეგმვის და განხორციელების პროცესში და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა.

„ძალიან განსხვავდება ახალგაზრდების საჭიროებები, როგორც სოფლებში ისე ქალაქებში. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ადგილზე ახალგაზრდების საჭიროებების შესწავლა და დავიწყეთ მუშაობა ამ კუთხით. წინა წელს ჩავატარეთ კვლევა ექსპერტებთან ერთად და დავწერეთ ანალიზი ახალგაზრდების საჭიროებების შესახებ, შემდეგ კი შევიმუშავეთ გეგმა თუ რაზე უნდა იმუშაოს ახალციხის მუნიციპალიტეტმა იმისთვის, რომ დაძლიოს ეს საჭიროებები“, – ამბობს მარიამ ზაზაძე.

მისი თქმით, ეს არის ერთგვარი გზამკვლევი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაონ ახალგაზრდებთან.

შეხვედრას დეპუტატებთან ერთად კულუტურის სამსახურის უფროსი ზაზა თამარაშვილიც ესწრებოდა, თუმცა შეკითხვას, თუ რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია დეპუტატებს სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ, არ უპასუხა.

დეპუტატებმა ახალგაზრდული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი გასულ წელს მომზადდა, რომლის შექმნაში მონაწილეობა ექსპერტებმაც მიიღეს. გაწეული სამუშაოს შესახებ 24 დეკემბერს ახალციხის საკრებულოს შენობაში საინფრომაციო შეხვედრაც გაიმართა, ახალგაზრდული დოკუმენტის შესახებ ორგანიზატორებმა დეტალურად ისაუბრეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘ახალგაზრდული ფორუმი – 2018’ გაიმართა
ავანგარდი: ახალციხის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი [აუდიო]
ბორჯომში ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს
ახალგაზრდული ფორუმი - მიღწევები და გამოწვევები
’რომ მოეთხოვათ სხდომაზე მივიდოდით’ – ახალციხის მერის პასუხი დეპუტატებს
ავანგარდი: ახალციხეში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი იქმნება [Audio]
ბორჯომში 16 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება