FM97.5 / LIVE

გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა

მთავარისაზოგადოება 02.02.2016
გრიპის ვირუსით საქართველოში მერვე ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მკურნალობის დაგვიანებაა.

გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა

მიუხედავად ამ ციფრისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ წინა კვირებთან შედარებით, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა იკლო.

"მესამე კვირასთან შედარებით, მეოთხე კვირაში გვაქვს ავადობის ტემპის შემცირება, ასევე ჰოსპიტალიზაციის ტემპის შემცირება. სამწუხაროდ გვაქვს მერვე შემთხვევა გარდაცვალების და ეს შემთხვევა დაკავშირებულია სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით მიმართვასთან. რეკომენდაცია იქნება, რომ გრიპის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართეთ საავადმყოფოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის მე-4 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 357.6-ს 100 000 მოსახლეზე. ხოლო გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღურბლია 100 000 მოსახლეზე 450-500 შემთხვევა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, 2015-16 წლის გრიპის სეზონზე (2015 წლის მე-40 კალენდარული კვირიდან) საქართველოში სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის 186 ვირუსი, მათ შორის 179 – A/H1p და 7 - A/H3. ლეტალურად დასრულდა 8 შემთხვევა, მ.შ. 7- A/H1p და 1- A/H3 (პირველი გამოყოფა - 2015 წლის 49-ე კვირაში). გრიპის სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაცია არ გამოვლენილა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
ამირან გამყრელიძე - 4 000 დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვაქვს
სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა
H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7 გახდა
დეკემბრის ბოლოდან საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ვარაუდობენ
ახალციხეში H1N1-ს 3 შემთხვევა გამოვლინდა
ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა