FM97.5 / LIVE

დეკემბრის ბოლოდან საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ვარაუდობენ

მთავარისაზოგადოება 05.12.2013
დეკემბრის ბოლოდან საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევები მოიმატებს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დეკემბრის ბოლოდან საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ვარაუდობენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, გასულ კვირას რესპირატორული ვირუსების დაავადების შემთხვევები თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა. განსაკუთრებით დაავადებულები იყვნენ 4 წლამდე ასაკის ბავშვები. პაატა იმნაძის თქმით, ამ დროისთვის რესპირატორული ინფექციებით დაავადების შემთხვევებმა იკლო, თუმცა შემდგომ პერიოდში, არ გამორიცხავს, რომ კვლავ მოიმატოს.

რაც შეეხება, გრიპის ვირუსის მატებას, როგორც პაატა იმნაძე ამბობს, დეკემბრის ბოლოდან დაფიქსირდება და იანვრისთვის შესაძლოა ჩაცხრეს: "ევროპის ქვეყნებში დაფიქსირდა გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები, კერძოდ, BH1N1 და H3N2 ვირუსები. წელსაც საქართველოში ამ ვირუსების ცირკულაცია მოხდება", - აღნიშნა პაატა იმნაძემ და მშობლებს მიმართა, რომ თუკი ბავშვს თუნდაც ერთი დღით 38 გრადუსი ტემპერტურა ექნება, ექიმს აუცილებლად მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭირო გახდება მოზარდის სტაციონარში გადაყვანა და უფრო მეტი სამედიცინო ჩარევების განხორციელება.

ამასთან, იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს ხშირად დაიბანონ ხელი და ნაკლებად იყვნენ დაავადებულ პირთან კონტაქტში, მის სიახლოვეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პაატა იმნაძე: გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს მომართვიანობამ
'შებინდებისას ბავშვები სასეირნოდ არ გაიყვანოთ' - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა
‘37 გრადუსი არ არის ის ტემპერატურა, რაზეც უნდა შევშფოთდეთ’ – პაატა იმნაძე