FM97.5 / LIVE

7 მიწის ნაკვეთი და 7 სახლი – რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 17.12.2018
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ახალციხის მერს, ზაზა მელიქიძეს 2014 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც იგი ჯერ ახალციხის გამგებლად, შემდეგ კი მერად აირჩიეს, არაფერი შეუძენია.

7 მიწის ნაკვეთი და 7 სახლი – რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე

ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 30 ოქტომბერს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მას შვიდი მიწის ნაკვეთი აქვს. მათ შორის ოთხი ასპინძაში, სოფელ ტოლოშში, სამი კი ახალციხეში. სოფელში ოთხივე ნაკვეთი მემკვიდრეობით 2011 წელს მიიღო და მათი საერთო ფართობი 8 842 კვ.მ–ია.

მანამდე, 2005 წელს ახალციხეში 5 000–5 000 ლარად ორი ნაკვეთი შეიძინა, ერთი –1.600 კვ.მ რუსთაველის N24-ში , მეორე კი 10.60 კვ.მ . საფარის ქუჩაზე. მოგვიანებით, 2010 წელს, ასევე, რუსთაველის ქუჩაზე, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე 1.600 კვ.მ . ფართობი აქიციონის წესით იყიდა და მასში 6 000 ლარი გადაიხადა.

ახალციხის მერს ოთხი საცხოვრებელი სახლი და სამი ბინა აქვს. ოთხი სახლიდან ორი სოფელ ტოლოშში 2011 წელს მემკვიდრეობით მიიღო. ერთის ფართობი 144 კვ.მ–ია, მეორის კი 156 კვ.მ. ორი საცხოვრებელ სახლს მელიქიძე ახალციხეში ფლობს. მათ შორის ერთი, რომლის ფართობიც 180კვ.მ–ია, რუსთაველის N24 –ში 2005 წელს იყიდა და 20 000 ლარი გადაიხადა. მეორე სახლი კი 2010 წელს მისმა მეუღლემ ასმათ ალავიძემ 15 000 ლარად კოსტავას N47ა-ში შეიძინა. ამ სახლის ფართობი 62 კვ.მ–ია. ასევე, კოსტავას ქუჩაზე ზაზა მელიქიძეს ბინაც აქვს, მის შესაძენად 1997 წელს 4 000 ლარი გადაიხადა და ამ შენობის ფართობი 65 კვ.მ–ია. აქვე იყიდა 500 ლარად 32 კვ.მ ავტოფარეხიც.

მელიქიძემ 2005–2006 წლებში თბილისში ორი ბინა შეიძინა. 2005 წელს 16 000 ლარად მუხიანის მესამე მიკრო/რაიონში 61,12 კვ.მ იყიდა. ერთი წლის მოგვიანებით კი ასევე მუხიანში, მეთოხე მიკრო/რაიონში 100,38 კვ.მ. ფართობში 30 000 ლარი გადაიხადა.

ამავე პრიოდში, 2006 წელს ზაზა მელიქიძის მეუღლემ ასმათ ალავიძემ, ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე 268 კვ.მ კომერციული ფართი შეიძინა. მას ალავიძე 2 000 დოლარად აქირავებს. დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნული ფართის გაქირავებით მან 2017 წლის პირველი ინავრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 61 533 ლარი მიიღო.

2006 წელს იყიდა მელიქიძემ ავტოამწეც, kamaz53213, რაშიც 15 000 ლარი გადაიხადა. მისი გაქირავებით მერს 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 3 672 ლარი აქვს მიღებული.

ზაზა მელიქიძე შპს „მელიზას“ და შპს „ლეგის“ 100–100%–იანი წილის მფლობელიცაა. თუმცა მას არცერთი კომპანიისგან 2017 წელში შემოსავალი არ მიუღია.

მელიქიძე 2014 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლად აირჩეს, 2017 წელს კი ახალციხის მერად. დეკლარაციის მიხედვით, მას როგორც მერს, 2017 წლის პირველი ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე მიღებული აქვს 8 702 ლარი, ხოლო როგორც გამგებელს 2017 წლის პირველი ინავრიდან 31 ოქტომბრამდე 31 514 ლარი ერიცხება.

მერს „ლიბერთი ბანკში“ სახელფასი ანგარიშზე, დეკლარაციის მიხედვით, 2 070 ლარი უფიქსირდება.

ასმათ ალავიძეს ფინკა ბანში მიმდინარე ანგარიში 5 437 ლარი აქვს. მას ამავე ბანკში ანაბარზე კი 239 ლარი ერიცხება.

ზაზა მელიქიძის მეუღლე შპს „მელიზას“ ოფის მენეჯერია. მას აქ სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი 4 550 ლარი აქვს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ქონებას ფლობს ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ქონება და ხელფასები
სამი მიწის ნაკვეთი და ერთი ბინა – რა იყიდა კალანდაძემ რეგიონში მუშაობისას
რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე
ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის საკუთრება მონაკოს ფართობს ორჯერ აღემატება