FM97.5 / LIVE

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის საკუთრება მონაკოს ფართობს ორჯერ აღემატება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.12.2019
სუმბატ კიურეღიანის ოჯახი, მშობლები და მათთან დაკავშირებული კომპანიები ჯამში 440 ჰექტარ მიწას ფლობენ. მათ საკუთრებაში არსებული ტერიტორია 2,17-ჯერ დიდია, ვიდრე ჯუჯა სახელმწიფო მონაკო. სუმბატ კიურეღიანი ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარეა, მამამისი სეირან კიურეღიანი კი ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის საკუთრება მონაკოს ფართობს ორჯერ აღემატება

სუმბატ კიურეღიანის უახლესი დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახი (მშობლების გარდა) 170 ჰექტარ სასოფლო მიწას, საცხოვრებელ სახლს და სამ ავტომანქანას ფლობს. მას შემდეგ, რაც კიურეღიანი მშობლებთან აღარ ცხოვრობს, მან დედამისს სამი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა.

კიურეღიანების ქონება 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით

წელს, 22 ნოემბერს შევსებული დეკლარაციით, სუმბატ კიურეღიანის სახელზე 14 ჰექტარი მიწის ნაკვეთია, რომელიც მან 2007-2012 წლებში შეიძინა. მის საკუთრებაშია 2013 წელს 50 000 დოლარად შეძენილი Mercedes Benz G-500 და Ford-ის მარკის სატვირთო მანქანა, რომელშიც 2016 წელს 7 000 ლარი გადაიხადა. ხელფასის სახით კიურეღიანმა გასულ წელს 37 200 ლარი მიიღო.

საკრებულოს თავმჯდომარე 2017 წლის შემდეგ მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს.

მეუღლე, სასნუჰი კიურეღიანი გორელოვკის N2 საჯარო სკოლის დირექტორია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე მხოლოდ უძრავი ქონება - 158 ჰექტარი სასოფლო მიწის ნაკვეთია სოფელ გორელოვკაში. ოჯახს ნაკვეთების შესაძენად 2015 წელს, 50 000 ლარი გადაუხდია.
უძრავ და მოძრავ ქონებას ფლობს საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, სეირან კიურეღიანიც: საცხოვრებელი სახლი ნინოწმინდაში მან 22 000 დოლარად შეიძინა; მის საკუთრებაშია 500 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და Hyundai-ს მარკის ავტომობილი, რომელიც 23 000 დოლარად აქვს ნაყიდი.

რას ამბობს საჯარო რეესტრის ამონაწერები კიურეღიანების უძრავ ქონებაზე

სუმბატ კიურეღიანის დედა, მარგარიტ კიურეღიანი კოოპერატივ „რკ სსკ-ს” და შპს „მეგობრობას“ ხელმძღვანელობს.

საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარე მშობლებთან აღარ ცხოვრობს, ორი მიწის ნაკვეთი გაყიდა, ერთი კი გააჩუქა.

2010 წელს შეძენილი არასაცხოვრებელი ფართი, სადაც ცხოველების სადგომი იყო განთავსებული სუმბატმა დედამისის შპს-ს მიჰყიდა. ამავე წელს, კოოპერატივ „რკ სსკ- ს“ გადაუფორმა 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 189 კვ.მ ფართი დედას, მარგარეტ კიურეღიანს აჩუქა.

2017 წლამდელ ქონებრივ დეკლარაციებში შპს „მეგობრობის“ შემოსავალი წელიწადში 50 000 ლარი იყო, კოოპერატივიდან მიღებული შემოსავალი კიურეღიანს დეკლარირებული არ ჰქონია.

სუმბატ კიურეღიანის მამა, სეირან კიურეღიანი, ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მის აკუთრებაში სახნავი, სათიბი, საძოვარი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებია - ჯამში 131 ჰექტარი.

სუმბატ კიურეღიანის 2017 წლამდელი დეკლარაციებით, სეირანის საკუთრებაში იყო სასოფლო სამეურნეო ტექნიკაც.

სამეწარმეო საქმიანობის გარდა, უძრავ ქონებას ფლობს საკრებულოს თავმჯდომარის დედაც. მის საკუთრებაშია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 137 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

სუმბატ კიურეღიანი ნინოწმინდის საკრებულოში სხვადასხვა თანამდებობებს 2006 წლიდან იკავებს: 2010 წლამდე ის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იყო; 2010-2013 წლებში - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2013 წლიდან კი ნინოწმინდის საკრებულო თავმჯდომარეა. ამ პერიოდში მას რვა დეკლარაცია აქვს შევსებული.

[რობი ზარიძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

7 მიწის ნაკვეთი და 7 სახლი – რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე
რა ქონებას ფლობს ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ქონება და ხელფასები
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიამ ასფარაში კიდევ ორი მიწის ნაკვეთი იყიდა
სამი მიწის ნაკვეთი და ერთი ბინა – რა იყიდა კალანდაძემ რეგიონში მუშაობისას
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე
რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე