FM97.5 / LIVE

რა ქონებას ფლობს ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე

მთავარისიახლე, ეკონომიკა 16.01.2018
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანაა რეგისტრირებული;

რა ქონებას ფლობს ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე
ასპინძის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა როსტომ მაგრაქველიძემ ქონებრივი დეკლარაცია ცხრა იანვარს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით მის სახელზე მხოლოდ BMW–ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა ირიცხება. ავტომობილი მაგრაქველიძემ 2014 წელს შეიძინა და 6 500 ლარი გადაიხადა.

ასევე მსუბუქი, toyota vitz – ის მარკის ავტომანქანა ჰყავს მის მეღლეს მაკა ბერიძეს. მანქანა 5 000 ლარად 2016 წელს იყიდეს.

მაკა ბერიძის სახელზეა გაფორმებული ორი მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი და კომერციული ფართიც. ორივე მიწის ნაკვეთი ბერიძემ 2012 წელს შეიძინა. მან 42,00 კვ.მ ფართობში, რომელიც დაბა ასპინძაში ვარძიის N75–ში მდებარეობს 300 ლარი გადაიხადა. ამავე მისამართზე 111,00 კვ.მ ფართობში კი 36 ლარი.

ვარძიის N75–ში მდებარეობს ასევე საცხოვრებელი სახლი, რომლის ფართობიც 208,80 კვ.მ–ია. ბერიძემ ბინა 2006 წელს 3 500 ლარად შეიძინა. ვარძიის N16–ში კი 2009 წელს მას 283,00 კვ.მ კომერციული ფართი აჩუქეს.

როსტომ მაგრაქველიძეს, ვიდრე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერად იყრიდა კენჭს, N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. მისი მეუღლე მაკა ბერიძე კი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი იყო.

დეკლარაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მაგრაქველიძის მიერ მიღებული შემოსავალის ოდენობა 11 624 ლარს შეადგენს, მაკა ბერიძის კი 12 500 ლარს.

დეკლარაციის შევსებისას მაგრაქველიძის მიმდინარე ანგარიშზე „საქართველოს ბანკში“ 30 ლარი, „თიბისი ბანკში“ კი 2 047 ლარი ირიცხება. ამავე პერიოდისთივს მაკა ბერიძის ანგარიშზე ასევე „თიბისი ბანკში“ 2 070 ლარია ასახული.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

7 მიწის ნაკვეთი და 7 სახლი – რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი
ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის საკუთრება მონაკოს ფართობს ორჯერ აღემატება
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ქონება და ხელფასები
სამი მიწის ნაკვეთი და ერთი ბინა – რა იყიდა კალანდაძემ რეგიონში მუშაობისას
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი პროკურორი