FM97.5 / LIVE

„ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციისთვის“ მუშაობის აქტურ რეჟიმში გადადის

მთავარისაზოგადოება 02.08.2013
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციისთვის“ დღეს ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ოფისი გახსნა.

„ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციისთვის“ მუშაობის აქტურ რეჟიმში გადადის
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეკრებილ მოსახლეობასთან ორგანიზაციის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმები გააცნეს.

„ადამიანთა უფლებები ყოველ დღე უხეშად ირღვევა, სად უნდა ვეძიოთ სამართალი?! რა თქმა უნდა საკუთარ თავში, ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენივე უფლებები, სხვას ამას ვერ მოვსთხოვთ. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ ადამიანების უფლებები დავიცვათ და გვერდში დავუდგეთ მათ“, - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი ია წიწრიაშვილი.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად გაიხსნაახალციხის რაიონული ორგანიზაციის ოფისიც, რომელიც რუსთაველის ქუჩა N93-ში მდებარეობს.

მოსახლეობას შეუძლია ორგანიზაციას საკუთარი პრობლემების შესახებ განცხადებით მიმართოს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ნებისმიერი მოქალაქის პრობლემას განიხილავენ და ეცდებიან, რომ დაეხმარონ.

„დღევანდელ შეხვედრაზე დაასახელეს რამდენიმე პრობლემა, რომელსაც აუცილებლად შევისწავლით“, - ამბობს „ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციისთვის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი დავით ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციისთვის“ ასპინძის რაიონული ორგანიზაცია გაიხსნა. მომდევნო ორგანიზაციის გახსნა ადიგენში იგეგმება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ერთმანეთის გვერდში დგომით ყველაფერი გამოგვივა' -  უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ოფისი ასპინძაშიც გახსნა
"ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისათვის“ ასპინძაში  რაიონულ ოფისს ხსნის
ვის დაიცავს ახალი ორგანიზაცია?
ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს
'ჩვენ უნდა შევასრულოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მესიჯი' [Video]
ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
კვირის აქცენტი: რა კუთხით ირღვევა სამცხე–ჯავახეთში ადამიანის უფლებები [Video]