FM97.5 / LIVE

ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.12.2019
დღეს, 10 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში საინფორმაციო კამპანია გამართეს და მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს.

ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

„ჩვენი კომპანია ყოველთვის აღნიშნავს ამ დღეს სხვადასხვა აქტივობებით. მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია მათ უფლებებზე, დავარიგეთ საინფორმაციო ფლაერები, რამაც ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში“,– ამბობს სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში, სალომე ყულჯანიშვილი.

56 წელია, რაც 10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.

1948 წელს მიღებული დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს.
მართალია საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო და სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, მაგრამ მისი დაცვა თითქმის ყველა ქვეყანამ მისთვის სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებით სამართლად აქცია.

დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის, ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორებიცაა: ხელშეკრულება საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც 1966 წელს მიიღეს და ძალაში 1976 წელს შევიდა.

ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ახალქალაქში
ომბუდსმენი: ადამიანის უფლებათა დამცველთა დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემაა
ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე საჯარო პირებისთვის ტრენინგი გაიმართა
რამდენი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 2018 წელს ახალციხის სასამართლომ
ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს
„ხმა აიმაღლე სხვისი უფლებებისათვის დღეს"- საინფორმაციო კამპანია ახალციხეში [Photo]