FM97.5 / LIVE

TI კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს

მთავარისიახლე, არჩევნები 29.11.2018
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) 28 ნოემბერს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს და პროკურატურას ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

TI კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს

ორგანიზაციის განცხადებით, კენჭისყრამ ძირითადად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

თუმცა, როგორც TI წერს, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას, კენჭისყრის ფარულობის დარღვევასა და ამომრჩევლის მიუღებელი ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა.

მნიშვნელოვან დარღვევებს შორის ორგანიზაცია ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებს ასახელებს. TI-ს განცხადებით, კენჭისყრის დღეს, მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნეოდა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდა. გარდა ამისა, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები სხდებოდნენ უბნის გარეთ მდგომ ავტომობილებში და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. TI-ს განცხადებით, ოთხ შემთხვევაში, მათი დამკვირვებლების მტკიცებით, ამომრჩევლებს ავტომობილში სავარაუდოდ ფული გადასცეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი, ორგანიზაციის განცხადებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას უბნის შიგნით ჰქონდა ადგილი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, პრობლემური იყო საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შემთხვევები. ორგანიზაციის განცხადებით, ბევრ უბანზე კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდა ან კომისიის რომელიმე წევრს, ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, ან რომელიმე დამკვირვებელს.

ამასთან, ორგანიზაცია ამომრჩეველთა აღრიცხვის ტენდენციაზეც საუბრობს. მათი შეფასებით, პრობლემური იყო ნაკადის მომწესრიგებლების მიერ მოსული ამომრჩევლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დამკვირვებლებისთვის. ბევრ უბანზე ისინი ან ხმამაღლა ასახელებდნენ მოსული ამომრჩევლის სახელსა და გვარს, ან კარნახობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ასეთი ქმედება ამომორჩევლის მხრიდან შესაძლოა აღქმული ყოფილიყო მასზე განხორციელებულ ზეწოლად და მისი ნების კონტროლის მცდელობად.

TI-ს შეფასებაში ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებიც შევიდა. კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ორი ფაქტი, როდესაც „ტვ პირველისა” და news.on.ge-ის ჟურნალისტებს საარჩევნო უბნების გარეთ არ მისცეს ვიდეოგადაღების საშუალება და სცადეს ფიზიკური ძალადობა. ორივე საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

მარნეულში კი TI-მ არჩევნების გაყალბების მცდელობა დააფიქსირა. კერძოდ, მარნეულის 22 -ე საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე TI-ს დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ცდილობდა ერთ-ერთი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტის ჩაყრას. ორგანიზაციის განცხადებით, პროტესტის შემდეგ იგი უბნიდან გაიქცა, თუმცა დამკვირვებელლმა მოახერხა მისთვის ფოტოს გადაღება. ორგანიზაციის განცხადებით, შსს-მ ამ საქმის შესწავლა უკვე დაიწყო და ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინა.

გარდა ამისა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ კენჭისყრის დღეს, დილიდან, მასობრივად ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნებზე მათი დამკვირვებლების არშეშვების ფაქტები:

“საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები უარს იმ მიზეზით ამბობდნენ, რომ დამკვირვებლის მოწმობებს მოქმედების ვადად 20 ნოემბერი ჰქონდა მითითებული. როგორც ჩანს, თავმჯდომარეები არ იყვნენ ინფორმირებული ცესკოს იმ დადგენილების შესახებ, რომლითაც დამკვირვებლის მოწმობების ვადები გახანგრძლივდა. საოლქო საარჩევნო კომისიების ჩარევის შემდეგ ჩვენი დამკვირვებლები უბნებზე დაუშვეს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI-ს განცხადებით, რამდენიმე უბანზე დაირღვა წილისყრის პროცედურები, კომისიის წევრების ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრის ჩატარების დროს გამოიკვეთა დარღვევები. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარეები ან უარს ამბობდნენ წილისყრის ჩატარებაზე, ან არაჯეროვნად ატარებდნენ ამ პროცედურას.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც საუბრობს. ორგანიზაციის განცხადებით, #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილით მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებოდა ზუგდიდის კეთილმოწყობის მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე მამუკა ციმინტია.

TI-ში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების საარჩევნო მიზნით გამოყენება საარჩევნო კოდექსით აკრძალულია და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

შემაჯამებელ განცხადებაში “საერთაშორისო გმაჭვირვალობა – საქართველო” კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს არსებული პრობლემებზეც საუბრობს. კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები შემაჯამებელ ოქმში საბოლოო ბალანსს ვერ სვამდნენ და შეუსაბამო, ზოგჯერ კი ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებებს წერდნენ.

კენჭისყრის დღეზე დაკვირვებისას TI-ს მიერ გამოვლენილი დარღვევები რაოდენობრივად ასე გმაოიყურება:

კენჭისყრის დღეზე დაკვირვებისას გამოკვეთილი დარღვევების ფონზე TI რეკომენდაციით მიმართავს პროკურატურას, რომ გმაოიძიოს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ყველა შემთხვევა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი გაატაროს შესაბამისი ზომები საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაციის პრობლემის მოსაგვარებლად.

ასევე, ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო კომისიებმა უნდა უზრუნველყონ დამკვირვებლებისთვის შესაბამისი გარემოს არსებობა და არ დაუშვან მონიტორების მიმართ აგრესიული ქმედებები კომისიის წევრების მხრიდან. პოლიტიკურმა პარტიებმა კი თავი უნდა შეიკავონ საკუთარი მხარდამჭერების აღრიცხვისა და მობილიზაციის დროს ისეთი მეთოდების გამოყენებისგან, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნას ამომრჩევლის ნების გამოხატვის შეზღუდვად და იწვევდეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

TI: 'არჩევნებზე გამოიკვეთა ტენდენცია ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვასა და მიუღებელი ხერხით მობილიზებაზე'
'მრავალეროვანმა საქართველომ' ჯავახეთში კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი დააფიქსირა
საიამ 20 საჩივარი და 40-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირა
TI: 70-მდე დარღვევა 12–დან 4 საათამდე
საია: ბორჯომში ამომრჩეველთა ნების კონტროლის შემთხვევები დააფიქსირდა
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
'საერთაშორისო გამჭვირვალობამ' 50-მდე დარღვევა დააფიქსირა