FM97.5 / LIVE

TI: 'არჩევნებზე გამოიკვეთა ტენდენცია ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვასა და მიუღებელი ხერხით მობილიზებაზე'

მთავარისიახლე, არჩევნები 29.10.2018
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა. გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, თუმცა არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

TI: 'არჩევნებზე გამოიკვეთა ტენდენცია ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვასა და მიუღებელი ხერხით მობილიზებაზე'

TI-ის განცხადებით, დაფიქსირდა 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 12 საჩივარი დაწერეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ტენდენციები:

ამომრჩეველთა აქტიური მობილიზაცია და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა;

თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნეოდა საპრეზიდენტო კანდიდატების, ძირითადად, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის კოორდინატორების დიდი კონცენტრაცია. ბევრი მათგანი იდგა ავტომობილით, სადაც სხვადასხვა პირები სხდებოდნენ და მცირე ხნის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ჩვენს დამკვირვებლებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლო ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი. ექვსი საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლებმა ფულის გადაცემის რამდენიმე შესაძლო ფაქტიც დააფიქსირეს.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დაბალი კვალიფიკაცია;

წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, ბევრ საარჩევნო უბანზე შეიმჩნეოდა კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატებოდა მათი მხრიდან აგრესიულ და არაკონსტრუქციულ ქცევაში. ასევე, კომისიის არადამაჯერებელი ქმედებების გამო ხშირად უბნებზე იქმნებოდა გაურკვევლობა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის კუთხით სერიოზული კითხვები კვლავ რჩება და ამ მხრივ დადებითი ძვრები წლების განმავლობაში არ შეიმჩნევა. როგორც ჩანს, კომისიის წევრების წრთვნის ტრადიციული მეთოდები არ არის საკმარისად ეფექტური.

ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისია ისეთ მარტივ საკითხებს ვერ აგვარებდა, როგორიცაა ხმის მიცემის ფარულობის დაცვა, დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე შეფერხების გარეშე შეშვება, საკონტროლო ფურცლის შევსება, კომისიის წევრის მიერ ფუნქციათა გადასანაწილებელი წილისყრის ჩატარება, მარკირების შემოწმება და სხვა.

ხელშეშლა/მუქარა ჩვენს დამკვირვებელზე;

მნიშვნელოვანია, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არჩევნებზე დაკვირვებისთვის სათანადო პირობები ჰქონდეთ. დღის განმავლობაში და ხმების დათვლის დროს ფიქსირდებოდა ჩვენ დამკვირვებლებზე ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა კომისიის წევრების მხრიდან.

პრობლემები საარჩევნო სიებში;

ბევრ უბანში გარკვეული პრობლემები იყო საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ზოგიერთი ამომრჩეველი საკუთარ თავს ვერ პოულობდა სიებში, ზოგიერთი კი აღნიშნავდა, რომ გარდაცვლილი ადამიანები აღმოაჩინა სიებში.

რეკომენდაციები:

•მთავარმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბანზე არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტი;
•პოლიტიკურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან ამომრჩევლის მოსყიდვაზე;
•ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გაატაროს შესაბამისი ზომები საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაციის პრობლემის მოსაგვარებლად;
•ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს დამკვირვებლებისთვის შესაბამისი გარემო და არ დაუშვას მონიტორების მიმართ აგრესიული ქმედებები კომისიის წევრების მხრიდან;
•პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ საკუთარი მხარდამჭერების აღრიცხვისა და მობილიზაციის დროს ისეთი მეთოდების გამოყენებისგან, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნეს ამომრჩევლის ნების გამოხატვის შეზღუდვად;
•სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს საარჩევნო სიების დახვეწას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

TI კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
'საერთაშორისო გამჭვირვალობის' რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციას
'სამართლიანი არჩევნები': ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია
საია: 30 საჩივარი და 47 შენიშვნა 21:00 საათისთვის
'სამართლიანი არჩევნების' 17:00 საათის მონაცემები