FM97.5 / LIVE

'მრავალეროვანმა საქართველომ' ჯავახეთში კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი დააფიქსირა

მთავარისიახლე, არჩევნები 29.11.2018
სადამკვირვებლო ორგანიზაციამ „მრავალეროვანმა საქართველომ“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, სულ 42 ინცინდენტი დააფიქსირა.

'მრავალეროვანმა საქართველომ' ჯავახეთში კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი დააფიქსირა

ორგანიზაციის წინასწარი შეფასებით, გარდაბნის, მარნეული, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ისნის საარჩევნო ოლქებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მეორე ტურისათვის თვალში საცემი იყო ორივე საარჩევნო სუბიექტთან ასოციერებული არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული აქტივობა, რაც აფერხებდა საუბნო საარჩევნო კომისიების ეფექტურ ფუნქციონირებას, ასევე დაბრკოლებას უქმნიდა „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის რეალიზებას. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშო ორგანიზაციამ სულ ხუთი საჩივარი დაწერა.

რაც შეეხება დარღვევებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 12 ინციდენტი, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის (ექვსი ინცინდენტი), ხმის მიცემის მცდელობა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე (ხუთი ინცინდენტი), განმეორებით ხმის მიცემა/მცდელობის (სამი ინციდენტი), კენჭისყრის პროცედურის დარღვევის (ოთხი ინციდენტი), ამომრჩეველთა სიაში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერებისა (ერთი ინციდენტი) და სხვა ინციდენტები დააფიქსირეს.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

მარნეულის N40 და N42 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.

ნინოწმინდის N3 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 2 შემთხვევა, კერძოდ ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.

ახალქალაქის N42 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.

გარდაბნის N61 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 2 შემთხვევა, კერძოდ ამომრჩეველმა ხმის მისაცემ კაბინაში, არჩევანის გაკეთების დროს, მოახდინა ბიულეტენის მობილური ტელეფონის მეშვეობით ფოტოს გადაღება.

მარნეულის N42 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ფაქტი. კერძოდ, საარჩევნო კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი.

ახალქალაქის N31 საარჩევნო უბნზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ინციდენტი. კერძოდ, საარჩევნო კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი.ორივე ინციდენტი აღმოიფხვრა „მრავალეროვანი საქართველოს“ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.

ახალქალაქის N40 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კენჭისყრა საარჩევნო კაბინის ნაცვლად განახორციელა საარჩევნო ურნასთან.

ნინოწმინდის N1 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ორი ფაქტი. ერთ შემთხვევაში, ამომერჩეველმა ტელეფონის გამოყენებით ფოტო გადაუღო ბიულეტენს. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა ამომრჩეველს მიმართა აღნიშნული ფოტოს წაშლის მოთხოვნით, თუმცა მან არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. ამავე უბანზე მომხდარი მეორე ინციდენტის დროს კი კომისიის თავმჯდომარემ მას შემდეგ, რაც ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი და გამოვიდა საარჩევნო კაბინიდან, ამომრჩეველს გამოართვა ბიულეტენი იმ მოტივით, რომ გადაემოწმებინა, ბიულეტენი ნამდვილად ეკუთნოდა თუ არა აღნიშნულ საარჩევნო უბანს. შესაბამისად, ბიულეტენის გადამოწმების დროს დაარღვა კენჭისყრის ფარულობა (ვინაიდან მოხდა ბიულეტენის გაშლა).

განმეორებით ხმის მიცემა/მცდელობა

მარნეულის N48 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ნაკადის მარეგულირებლის მიერ მარკირების მქონე პირების საარჩევნო უბანზე შემოშვების ფაქტი. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ნაკადის მარეგულირებლის შეცვლა (საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად აღნიშნული დარღვევა გასაჩივრდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც დაკმაყოფილდა და შესაბამისად ჩვენი საჩივრის საფუძველზე მოხდა ნაკადის მარეგულირებლის შეცვლა).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დარღვევები ახალქალაქში – “მრავალეროვანი საქართველოს” მონაცემები
'სამართლიანი არჩევნების' 17:00 საათის მონაცემები
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
ახალციხის N5 საარჩევნო უბანზე 10-მა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო
საიას მიერ დაფიქსირებული დარღვევები 18:00 საათისთვის
ბორჯომის საარჩევნო ოლქში ერთი საჩივარი შევიდა და ისიც არ დაკმაყოფილდა
საია: 30 საჩივარი და 47 შენიშვნა 21:00 საათისთვის