FM97.5 / LIVE

ახალი წესები ახალქალაქის თვითმმართველობაში

მთავარისაზოგადოება 13.06.2012
ახალქალაქის ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების შენობებში საშვთა სისტემა დაწესდა

ახალი წესის თანახმად, ახალქალაქის საკრებულოსა და გამგეობის შენობაში შესვლისას, სასურველ ადრესატამდე მისასვლელად პიროვნებამ ოფიციალური ნებართვა უნდა მიიღოს. ნებართვას, ანუ, საშვს, რამდენიმე საფეხურის გავლა სჭირდება. თავდაპირველად უნდა დადგინდეს არის თუ არა ადგილზე და აქვს თუ არა მიღების საათები ან სურვილი სასურველ საჯარო პირს. ამის შემდეგ ივსება რეგისტრაციის წიგნი, სადაც ფიქსირდება ვიზიტორის ვიანობა, პირადობის მონაცემები, მისვლის საათი და ვისთან და რა საკითხებზე მიდის.

სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმული ახალგაზრდები, რომლებიც წარმომადგენლობითი შენობების შესასვლელებში სხედან და იქ მიმსვლელებს არეგისტრირებენ, სამხედრო მოსამსახურეები არიან. ეს მათთვის არა ჩვეულებრივი სამუშაო, არამედ სამხედრო სამსახურია და ხელფასის ნაცვლად სიმბოლურ 16 ლარს იღებენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნაირი ირიციანის თქმით, მომსვლელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს კანონის თანახმად, რომელსაც ადრე უბრალოდ არ იყენებდნენ. გამგებლის თქმით, რეგისტრაციის პროცესის დაწყების ინიციატივა თავად ეკუთვნის და ამიერიდან რეგისტრაცია ყოველთვის საჭირო იქნება.

გამგებლის მტკიცებით, “რეგისტრაციის დახმარებით, პირველ რიგში მოსახლეობის ნაკადი დარეგულირდება და პირები, რომლებსაც კონკრეტული საქმე არ აქვთ და შენობაში შესვლა უბრალოდ საპირფარეშოთი სარგებლობის ან იქ დროის გაყვანისთვის უნდათ, ამას ვეღარ მოახერხებენ”. მეორე მხრივ, კი ნათლად გამოჩნდება, ყველაზე ინტენსიურად რომელ სამსახურს მიმართავს ახალქალაქის მოსახლეობა.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
დღეს პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი სრულდება
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო

საკადრო ცვლილებები ახალქალაქის გამგეობაში
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
რატომ გადადგა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი?