FM97.5 / LIVE

როგორ უნდა გადაადგილდეთ თუ ეწევით სამეურნეო ან დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 17.04.2020
იმ პირებს, რომელთა გადაადგილებაც დასაშვები ეკონომიკური საქმიანობისთვის აუცილებელია, შეუძლიათ სპეციალური საშვის საშუალებით გადაადგილდნენ. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, აგროტექნიკით მოძრაობა არ იზღუდება.

როგორ უნდა გადაადგილდეთ თუ ეწევით სამეურნეო ან დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას

17-21 აპრილის პერიოდში, მაშინ, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მანქანით გადაადგილება იზღუდება, აკრძალვა არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან. ამისათვის მათ დასჭირდებათ სპეციალური საშვი.

საშვის მოსაპოვებლად, პირმა უნდა მიმართოს დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტროს).
ხოლო თუ თქვენ ისეთ საქმიანობას ეწევით, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე - 144.
თქვენ არ შეგიძლიათ პირადი ავტომანქანით გახვიდეთ სახლიდან. თქვენი გადაადგილება საცხოვრებლიდან სამსახურამდე და პირიქით, უნდა უზრუნველყოს თქვენმა დამსაქმებელმა.
კომპანია, რომელიც არის თქვენი დამსაქმებელი, ვალდებულია უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება M2(მიკროავტობუსით) და M3(ავტობუსით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
თავად კომპანიამ კი ნებართვის მისაღებად, შესაბამის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს.

თუ თქვენი გადაადგილება უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებას, მაშინ თქვენ გადაადგილებისთვის უნდა გამოიყენოთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანა ან ტექნიკა (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.).

ცვლილებებს მთავრობის N252 დადგენილება მოიცავს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მსუბუქი მანქანებით მოძრაობა აიკრძალა - ვის არ ეხება შეზღუდვა
ვის შეუძლია საგანგებო მდგომარეობის დროს დასაშვებ საათებში ტრანსპორტით გადაადგილება
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება დაწესდა ®
როგორ უნდა გადავაადგილდე სამედიცინო მომსახურების მისაღებად?
არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედითა და ველოსიპედით გადაადგილება
რეგიონებში ავტომობილებით გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა
ხვალიდან ქვეყანაში მსუბუქი მანქანებით გადაადგილება იკრძალება