FM97.5 / LIVE

ჩანდურაში დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოში რჩება

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.11.2018
სოფელ ჩანდურაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული რემი პოღოსიანი ამ დრომდე ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოშია და მკურნალობას აგრძელებს.

ჩანდურაში  დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოში რჩება

ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის ალექსანდრე თოროაინის თქმით, პაციენტის მდგომარეობას დამაკმაყოფილებელია: „მას მხოლოდ თავზე აქვს პატარა ჭრილობა, არანაირი გამოკვლევა აღარ სჭირდება, დღეს, ან ხვალ გავწერთ საავადმყოფოდან“.

რემიკ პოღოსიანი სოფელ ჩანდურაში, გუშინ, შვიდ ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, დაშავდა.

იმის შესახებ თუ რა მოხდა სოფელში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.

ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ რემიკ პოღსიანი მათი მხარდამჭერია და ამის გამო მას „ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ახალგაზრდებს შეკამათება ფეხბრუთის თამაშის დროს მოუხდათ დაპოლიტიკური მოტივი აქ გამორიცხულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ დაზარალებული დაპირისპირების ფაქტს უარყოფს და მისი ვერსიის სისწორის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

"სამხრეთის კარიბჭე" დაშავებულს ვერ დაუკავშირდა, მას მობილური ტელეფონი არ აქვს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, პოღოსიანს ტელეფონი დეპირისპირების დროს დაუმტვრიეს.

შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ცემას გულისხმობს.
[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს: ახალქალაქში დაშავებული ამბობს, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო
გაერთიანებული ოპოზიცია  ჩანდურაში მომხდარზე განცხადებას გაავრცელებს
‘ოცნების’ აქტივისტებმა ჩანდურაში ჩვენს წარმომადგენელს სცემეს’ – ენმ–ს ლიდერი ახალქალაქში
ენზელ მკოიანი ჩანდურაში მომხდარზე: ‘ეგ ნაციონალების დადმგული შოუა’
ახალქალაქში დაშავებულს პეტრე ცისკარიშვილი მოინახულებს
დაპირისპირება ახალქალაქში – ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი
ახალქალაქში ენმ–ს ოფისზე თავდასხმის ფაქტს შსს ხულიგნობის მუხლით იძიებს