FM97.5 / LIVE

ენზელ მკოიანი ჩანდურაში მომხდარზე: ‘ეგ ნაციონალების დადმგული შოუა’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 07.11.2018
ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ენზელ მკოიანი სოფელ ჩანდურაში მომხდარ ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმულ შოუს უწოდებს.

ენზელ მკოიანი ჩანდურაში მომხდარზე: ‘ეგ ნაციონალების დადმგული შოუა’

ენზელ მკოიანი ამბობს, რომ იგი დღეს, შვიდ ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში ჩანდურაში იმყოფებოდა. მან აქ ფეხბურთის ჩემპიონატში გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა, მომხდარის შესახებ კი ახალქალაქში, შტაბში დაბრუნების შემდეგ გაიგო: „მთელი დღე შტაბში ვიყავი და ვმუშაობდი, ცოტახნით გავედი ჩანდურაში, რომ საჩუქრები გადამეცა გამარჯვებულებისთვის, მოვბრუნდი და რუსთავი ორმა გადმოსცა, „ნაციონალების“ აქტივისტს სცემესო. როგორც ვიცი ჩვეულებრივი შეკამათება იყო იქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ამ ადამიანს სახეზეც არ ვიცნობ. ჩემი ოჯახის წევრებმაც კი არ იციან ვინაა“.

სოფელ ჩანდურაში "ნაციონალების" აქტივისტის ცემაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ადანაშაულებენ. "ოცნების" წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ დაპირისპირება იყო, თუმცა აქ პოლიტიკური მოტივი არ ყოფილა და ახალგაზრდები ფეხბურთის თამაშის დროს შეკამათდნენ.

დაშავებული ერმიკ პოღოსიანი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მისი გამოკითხვა ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკვე დაასრულეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადბენ, მან დაპირისპირების ფაქტი კატეგორიულად უარყო, თუმცა დაზარალებულის ვერსიის სისწორის დასადგენად გამოძიება მიმდინარებს.

მომხდარს შსს სსკ–ის 126–ე მუხლით იძიებს, რაც ცემას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჩანდურაში  დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოში რჩება
‘ოცნების’ აქტივისტებმა ჩანდურაში ჩვენს წარმომადგენელს სცემეს’ – ენმ–ს ლიდერი ახალქალაქში
შსს: ახალქალაქში დაშავებული ამბობს, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო
გაერთიანებული ოპოზიცია  ჩანდურაში მომხდარზე განცხადებას გაავრცელებს
ახალქალაქში დაშავებულს პეტრე ცისკარიშვილი მოინახულებს
‘ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემს ავტორიტეტზე’ – ენზელ მკოიანი ახალქალაქში მომხდარზე
'ენზელ მკოიანი თავს დაგვესხა და გვცემა' – ენმ–ს შტაბის უფროსი ახალქალაქში