FM97.5 / LIVE

2013 წლის გამოცდები დასრულდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 18.07.2013
ახალციხის საგამოცდო ცენტრში წელს 1 178 აბიტურიენტი, 509 პედაგოგი და 110 გრანტის გაუმჯობესების მსურველი დარეგისტრირდა. საერთო სამაგისტრო გამოცდა ახალციხეში არ ჩატარებულა.

2013 წლის გამოცდები დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 17 ივლისს ფიზიკის გამოცდით დამთავრდა. 3 ივლისიდან კი პედაგოგების გამოცდები დაიწყო. 9 და 10 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდები ჩატარდა. თუმცა ახალციხის საგამოცდო ცენტრში მაგისტრანტობის მსურველები არ დარეგისტრირებულან. 15 ივლისს კი სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდა.

მთელი საქართველოს მასშტაბით პროცედურული დარღვევების გამო გამოცდიდან მხოლოდ 2 აბიტურიენტი და 3 პედაგოგი მოიხსნა.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გელა ინასარიძე ამბობს, რომ გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. თუმცა, გასულ წელთან შედარებით აბიტურიენტებმა წელს უფრო მეტი გაფრთხილება მიიღეს.

- "სხვა მხრივ გამოცდები ნორმალურად მიმდინარეობდა. არცერთი აბიტურიენტი, პედაგოგი და სტუდენტი გამოცდიდან არ მოხსნილა“, - ამბობს გელა ინასარიძე.

საგამოცდო პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გუშინ შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ წელს
არაქართულენოვანმა აბიტურიენტებმა გამოცდებში ქართულენოვან აბიტურიენტებთან შედარებით ცუდი შედეგი აჩვენეს. მიმინოშვილის თქმით, მომავალში ამ საკითხს სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.

- “მინდა ხაზი გავუსვა და ამას ნამდვილად უნდა მიექცეს ყურადღება, რომ სამწუხაროდ არაქართულენოვანი აბიტურიენტების შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქართულენოვანთა შედეგებს. განსაკუთრებით ჩვენი აზერბაიჯანელი აბიტურიენტების შედეგები, რომლებიც საკუთარ ენაზე აბარებდნენ ზოგად უანრებს. მათ გამოცდებზე პირველი ვარიანტი წერეს, სადაც სხვა ვარიანტებთან შედარებით ცუდი შედეგი დაფიქსირდა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ არაქართულენოვანებში მოსწავლეთა სწავლების პროცესს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

საერთო ჯამში 2013 წლის გამოცდებისთვის 42 000-მდე აბიტურიენტი, 8 000-ზე მეტი გრანტის გაუმჯობესების მსურველი, 9 500-ზე მეტი მაგისტრანტი და 25 000 - ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა. აბიტურიენტთა უმეტესობამ 30 000 – მდე ახალგაზრდამ, უცხო ენად ინგლისური აირჩია. რაც შეეხება არჩევით საგნებს, ყველაზე მეტმა - 14 500-მდე აბიტურიენტმა ისტორია აირჩია. ბრაილის შრიფტით გამოცდა ოთხმა პედაგოგმა და ერთმა აბიტურიენტმა ჩააბარეს. გამოცდებში წელს 200-მდე სპეციალური საჭიროების მქონე პირი, 9 პატიმარი და 180-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს საშუალება აქვთ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგაც ცვალონ არჩეული უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი, საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

20 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
2014  წლის  ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
აბიტურიენტებს ქართული ლიტერატურის გამოცდა გაუჭირდათ
როგორ აფასებენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო